ევრიდომე (თანამგზავრი)

ევრიდომე (ძვ. ბერძნ. Εὐριδόμη), იუპიტერ XXXII, S/2001 J 4 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის პასიფაეს ჯგუფში.

იუპიტერის თანამგზავრი ევრიდომე

აღმოჩენა

რედაქტირება

ევრიდომი აღმოაჩინეს 2001 წლის 9 დეკემბერს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა. თავდაპირველად მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2001 J 4.[1][2] 2003 წლის აგვისტოში ძველი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ქარიტას სახელი დაერქვა.[3]

ევრიდომე იუპიტერის გარშემო სრულ ბრუნვას აკეთებს საშუალოდ 22 865 000 კმ მანძილზე 717 დღეში და 7 საათში. ორბიტას აქვს ექსცენტრისიტეტი 0,276. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა 150,3°-ია. ეკუთვნის პასიფეს ჯგუფს.

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

ევრიდომის დიამეტრი საშუალოდ დაახლოებით 3 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. სავარაუდოდ შედგება სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0,04. მაგნიტუდა 22,7m.

  1. IAUC 7900: Satellites of Jupiter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-23. 16 мая 2002 (Открытие)
  2. MPEC 2002-J54: Eleven New Satellites of Jupiter დაარქივებული მარტი 20, 2012 საიტზე Wayback Machine 15 мая 2002 (Открытие и эфемериды)
  3. IAUC 8177: Satellites of Jupiter, Saturn, Uranus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-09. 8 августа 2003 (Присвоение имени спутнику)