ევერნია (Evernia) — ლიქენების გვარი უსნეასებრთა ოჯახისა. აქვს ბრტყელ-ფირფიტისებრ ნაკვეთებიანი ბუჩქის ფორმის რბილი, მომრგვალებული ან დიქოტომიურად დატოტვილი თალუსი, რომელიც სუბსტრატს ემაგრება სქელი, მოკლე ფეხით — გომფით. მრავლდება სორალებით ან აპოთეციუმებში მოთავსებული სპორებით. იზრდება მერქნიან მცენარეებზე, იშვიათად — ხავსიან ნიადაგზე. საქართველოში ცნობილია 3 სახეობა. იყენებენ პარფიუმერიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება