ევგენი (ბოლხოვიტინოვი) (ერისკაცობაში ევფიმი ალექსანდრეს ძე ბოლხოვიტინოვი; დ. 29 დეკემბერი [ძვ. სტ. 18 დეკემბერი] 1767, ვორონეჟი — გ. 7 მარტი [ძვ. სტ. 23 თებერვალი], 1837 კიევი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი, კიევისა და გალიციის მიტროპოლიტი, ეკლესიის ისტორიკოსი, არქეოგრაფი, ბიბლიოგრაფი და რუსთველელოგი.

ევგენი
Bolhovitinov.jpg
დაბადების თარიღი 29 დეკემბერი 1767(1767-12-29)
დაბადების ადგილი ვორონეჟი
გარდაცვალების თარიღი 7 მარტი 1837(1837-03-07) (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიევი
დასაფლავებულია კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი
საქმიანობა მღვდელი, ისტორიკოსი და ბიბლიოგრაფი
ენა რუსული ენა[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია
ჯილდოები წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა ვორონეჟის ეპარქიის მღვდლის ალექსეი ბოლხოვიტინოვის ოჯახში. ევფიმის მამა 10 წლის ასაკში გარდაეცვალა. 1777 წლის 15 ოქტომბერს ჩაირიცხა ვორონეჟის სასულიერო სემინარიის მეორე სინტაქსურ კლასში, 1782-1784 წლებში — სემინარიის რიტორიკულ კლასში, 1784 წლიდან კი — საკათედრო ტაძრის მგალობელი და პავლოვსკის მაზრის ფილოსოფიური კლასის სემინარიელია.

1785 წელს ვორონეჟის ეპისკოპოს ტიხონ (მალინინის) კურთხევით ჩააბარა მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინურ აკადემიაში. 1789 წელს დაამთავრა აკადემიის ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო კლასი, ასევე ისწავლა ბერძნული და ფრანგული ენები. სასულიერო აკადემიაში სწავლის პარალელურად მოსკოვის უნივერსიტეტში ისმენდა საერთო ფილოსოფიასა და პოლიტიკის, ფიზიკისა და ფრანგული მეტყველების ლექციებს, სადაც გაიცნო ნიკოლაი ბანტიშ-კამენსკი. 1789 წლის იანვრიდან რიტორიკისა და ფრანგულის მასწავლებელია, აგვისტოდან — სასულიერო სემინარიის ვიცე-პრეფექტი, ხოლო სექტემბრიდან — ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. 1790 წლის სექტემბრიდან — სემინარიის პრეფექტი, ასევე ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი.

1796 წელს ვორონეჟის გუბერნიის ქალაქ პავლოვსკის იეროდიაკვნად აკურთხეს. ვორონეჟში მან დაიწყო მუშაობა „რუსეთის ისტორიაზე“. იქვე დაწერა შრომები «Надгробное слово над гробом епископа Иннокентия, с присовокуплением краткого летописца преосвященных воронежских» (1794), «Полное описание жизни преосвященного Тихона» და «Историческое, географическое и экономическое описание Воронежской губернии», მისი ხელმძრვანელობით დაიწერა «История воронежской семинарии».

ოჯახირედაქტირება

1793 წლის 4 ნოემბერს დაქორწინდა ანა რასტორგუევაზე. 1795 წლის მარტში დაეღუპა უფროსი შვილი — ანდრიანი. 1799 წლის 9 ივნის გარდაიცვალა მისი ქალიშვილი — პულხერია, 3 აგვისტოს კი — ნოკოლაი, 21 აგვისტოს — ცოლი.

სასულიერო მოღვაწეობარედაქტირება

1800 წელს გადავიდა სანქტ-პეტერბურგში სადაც ალაექსანდრ-ნეველის აკადემიის პრეფექტი გახდა. 9 მარტს აღიკვეცა ბერად, 11 მარტს აკურთხეს ტროიცკო ზელენიცკის მონასტრის არქიმანდრიტად. 1802 წლის 27 იანვარს გადაიყვანეს სერგიევოს უდაბნოს არქიმანდრიტად.

სანქტ-პეტერბურგში დაწერა «Историческое изображение Грузии» (როგორც საქართველოს ეგზარქოს ვარლაამთან, ქართველ თავაზდებთან ბაგრართან, იოანესთან და მაიხაილთან ურთიერთობის შედეგი), «Каноническое исследование о папской власти в христианской церкви», «Записка с двумя духоборцами» და სხვა.

ევფიმი ბოლხოვიტინოვის წიგნმა „საქართველოს ისტორიული სურათი პოლიტიკური, საეკლესიო და სწვალა-განათლების მდგომარეობის თვალსაზრისით“ (პეტერბურგი, 1802), რომელშიც სათანადო ადგილი ეთმობა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორს, ხელი შეუწყო რუსთაველის პოემით დაინტერესებას რუსეთისა და დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში.

1804 წლის 17 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა სტარორუსეთის ეპისკოპოსად და ნოვგოროდის ვიქარად. 1805 წელს იყო მოსკოვის უნივერსიტეტის საპატიო წევრი, ხოლო 1806 წელს — რუსეთის აკადემიის მოქმედი წევრი.

1808 წლის 24 იანვარს დაინიშნა ვოლოგდის ეპისკოპოსად. იმავე წელს არჩეულ იქნა სანქტ-პეტერბურგის მედიკო-ქირურგიული აკადემიის წევრად. 1810 წელს არჩეულ იქნა სანქტ-პეტერბურგის, მეცნიერების, სიტყვიერებისა და ხელოვნების მოყვარულთა საზოგადოების წევრად.

1813 წლის 19 ივლის დაინიშნა კალუგის ეპისკოპოსად. 1813 წლიდან — მოსკოვის უნივერსიტეტში ისტორიისა და სიძველეების საზოგადოების საპატიო წევრი. 1814 წლიდან — სანქტ-პეტრბურგის სასულიერო აკადემიის წევრია. 1815 წელს აირჩა მოსკოვის საექიმო და ფიზიკური მეცნიერებების საზოგადოების წევრად, ხოლო 1817 წლიდან ხარკოვისა და ყაზანის უნივერსიტეტების წევრად.

1816 წლის 7 თებერვალს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ფსკოვისა და სრულიად ლიფლიანდიისა და კურლანდიის მთავარეპისკოპოსად.

1822 წლის 24 იანვარს — კიევის მთავარეპისკოპოსია, ხოლო 16 მარტიდან დაინიშნა კიევისა და გალიციის მიტროპოლიტად და რუსეთის წმინდა სინოდის წევრად. იმავე წელს არჩეულ იქნა ვილენსკის უნივერსიტეტის წევრად, 1823 წელს — კიევის სასულიერო აკადემიის წევრად, 1826 წელს — პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად.

1826 წელს არჩეულ იქნა დეკაბრისტების საქმეზე უმაღლესი სასამართლოს წევრად. იყო არაერთი სამეცნიერო წრის საპატიო თუ ნამდვილი წევრი. დაჯილდოვებული იყო ალექსანდრე ნეველის ორდენით, წმინდა ანას ხარისხის ორდენით, წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენით, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენით.

მიტროპოლიტი ევგენი გარდაიცვალა 1837 წელს და მისი ანდერძის თანახმად დაკრძალულია კიევის სოფიის ტაძარში.

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ევგენი ბოლხოვიტინოვი - პირველი რუსი რუსთველოლოგი : ნარკვევი რუსთველოლოგიის ისტორიიდან / გურამ შარაძე ; რედაქტორი: ს. ცაიშვილი ; შ. რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

  1. Identifiants et RéférentielsABES, 2011.