ევას მთა
ევას მთა (ინგლ. Mount Eva) — 1 530 მეტრი სიმაღლის მწვერვალი ქალაქ სეუარდში, ალასკაში, აშშ-ში.
ევას მთა | |
---|---|
Mount Eva | |
კოორდინატები: 60°10′01″ ჩ. გ. 149°16′06″ დ. გ. / 60.16694° ჩ. გ. 149.26833° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
ტერიტორიული ერთეული | ალასკა |
სიმაღლე | 1 530[1] მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 160[1] მ |
იზოლაცია | 3,14[1] კმ |
მდებარეობს კენაის მთებში, სეუარდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ში, ჩუგაჩის ეროვნულ ტყეში.[2] მთის ნადნობი წყალი აღდგომის ყურეში ჩაედინება, რომელიც ევას მთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
მთის ტოპონიმი ოფიციალურად შემოიღო BGN-მა, 2003 წლის 13 დეკემბერს. სახელწოდება ევა ლოუელის საპატივსაცემოდ დაერქვა, რომლის ოჯახიც სეუარდის მკვიდრი იყო. [2]
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის თანახმად, ევას მთა ტუნდრის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. შესაბამისად, მისი კლიმატი გრძელი, ცივი და თოვლიანი ზამთრითა და გრილი ზაფხულით ხასიათდება. მთის ჰავაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ალასკის ყურიდან მომავალი ტენიანობა, რომელიც კენაის მთებს ლახავს და ევას მთაზე დიდი რაოდენობით ნალექს წარმოქმნის, წვიმისა და თოვლის სახით. ზამთარში ტემპერატურა -17 °C-მდე ეცემა.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Eva, Mount - 5,019' AK. ციტირების თარიღი: 2024-01-01
- ↑ 2.0 2.1 Mount Eva. გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემა, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური.
- ↑ Peel, M. C.; Finlayson, B. L.; McMahon, T. A. (2007). „Updated world map of the Köppen−Geiger climate classification“. Hydrol. Earth Syst. Sci. 11. ISSN 1027-5606.