ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ედუარდ ფალიანი (დ. 1 იანვარი, 1943, მესტიის რაიონი — გ. 13 სექტემბერი, 2016) — ქართველი პედაგოგი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე.

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტში არსებულ ვაჟას კაბინეტში და უნივერსიტეტის გამომცემლობაში, სადაც ეწეოდა მთარგმნელობით და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. მოგვიანებით ხელი მიჰყო საგაზეთო სარედაქციო საქმიანობას და აქტიურად მოღვაწეობდა „ლემში“, „ლელოში“, უნივერსიტეტის სტამბასა და გამომცემლობაში. მისი რედაქტირებით არაერთი სამედიცინო და სამხედრო ლიტერატურა და ენციკლოპედია ითარგმნა და გამოიცა. ჟურნალისტიკური და რედაქტორული მოღვაწეობის გარდა ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას. წლების განმავლობაში კიროვის რაიონის პიონერთა და მოსწავლეთა სახლში ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ წრეს. თბილისის 75-ე საშუალო სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. მისი პოეტური შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილია გამოცემული.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • აჰა იწყება...: ლექსები, თბილისი, საქართველო, 1991, გვ. 140
  • ლურჯი წვიმების ჟამი : ლექსები, ქუთაისი, საბჭ. საქართველო, 1985, გვ. 54

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი პოეტები : ენციკლოპედია, თბ., 2021, გვ. 303

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედუარდ_ფალიანი“-დან