ეგვიპტე (რომის პროვინცია)
ეგვიპტე (Aegyptus) რომის პროვინციად იქცა ძვ. წ. 30 წელს აქციუმის ბრძოლის შემდეგ, როდესაც ოქტავიანემ დაამარცხა მარკუს ანტონიუსის და კლეოპატრას ფლოტი. სხვა პროვინციებისგან განსხვავებით ეგვიპტე პირადად იმპერატორს ექვემდებარებოდა.
