იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს მიმოზა. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი. თარგის ჩასმის თარიღი: ნოემბერი 23, 2024. მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება. მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}} |
იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი (ებრ. האוניברסיטה העברית בירושלים) — უდიდესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი ისრაელში. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი ცნობილია მსოფლიოში ცნობილი პროფესორებითა და მეცნიერებით, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატებით.
უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს, გაიხსნა 1925 წელს და გახდა ქვეყნის პირველი უნივერსიტეტი და მეორე უმაღლესი სასწავლებელი (ტექნიონის შემდეგ). უნივერსიტეტში სწავლება დაარსებიდან დღემდე ივრითულ ენაზე მიმდინარეობს.
ასტეროიდი (271763) Hebrevu[1] უნივერსიტეტის სახელს ატარებს.
2023 წელს ის იყო მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ტოპ ასეულში (86-ე ადგილი)[2]. QS World University Rankings-ის მიხედვით, ის არის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი ქვეყანაში[3].