ებრაული ენის აკადემია
ებრაული ენის აკადემია (ებრ. הָאֲקָדֶמְיָה לַלָּשׁוֹן הָעִבְרִית, ჰა-აკადემია ლა-ლაშონ ჰა-ივრით) — უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება ისრაელში. აკადემიის მიზანია ებრაული ენის ისტორიის შესწავლა და ნორმათა დადგენა. დაარსდა 1953 წელს ქნესეთის გადაწყვეტილებით. იგი მემკვიდრეა 1890 წელს დაარსებული ებრაული ენის კომიტეტისა (וַעַד הַלָּשׁוֹן הָעִבְרִית , ვაად ჰა-ლაშონ ჰა-ივრით). 1994 წელს ებრაული ენის აკადემიის ფარგლებში დაარსდა ებრაული ენის ისტორიის შესწავლისა და აღორძინების ინსტიტუტი.
האקדמיה ללשון העברית | |
---|---|
დაფუძნდა | 1953 |
დამფუძნებელი (-ები) | Eliezer Ben-Yehuda |
ტიპი | language regulator და statutory corporation |
მდებარეობა | იერუსალიმი |
ქვეყანა | ისრაელი |
http://hebrew-academy.org.il |
აკადემია მდებარეობს იერუსალიმში.
ისრაელის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მიმართოს აკადემიას და მიიღოს ებრაულ ენასთან დაკავშირებულ მისთვის საინტერესო საკითხებზე ოფიციალური ინფორმაცია.