ებრაელების ისტორია ესტონეთში

ებრაელების ისტორია ესტონეთში[2] – იწყება XIV საუკუნიდან დღევანდელ ესტონეთში მას შემდეგ რაც ებრაელები იქ დასახლდნენ. მე -19 საუკუნეში ებრაელების აქტიური დასახლება დაიწყო ესტონეთში, განსაკუთრებით 1835 წელს რუსეთის მეფის ალექსანდრე მეორის წესდების თანახმად, ებრაელებს შეეძლოთ პალეტის მიღმა დასახლებულიყვნენ. ამ ჩამოსახლებულებმა დააარსეს პირველი ებრაული თემები და კრებები ესტონეთში. ტალინის თემი, ყველაზე დიდი იყო ესტონეთში, დაარსდა 1830 წელს. ტარტუს თემი დაარსდა 1866 წელს, როდესაც პირველი ორმოცდაათი ოჯახი დასახლდა იქ. აშენდა სინაგოგები, ყველაზე დიდი აშენდა ტალინში 1883 წელწ, ხოლო ტარტუში 1901 წელს. ორივე მათგანი განადგურდა ხანძრის შედეგად მეორე მსოფლიო ომის დროს. ებრაელი მოსახლეობა დასახლდა ესტონეთის სხვა ქალაქებში, სადაც აღიმართა სალოცავები (ვალგა, პარნუ და ვილიანდი) და შეიქმნა სასაფლაოები. გაიხსნა სკოლები თალმუდის სწავლებისთვის, ხოლო დაწყებითი სკოლები ტალინში 1880-იან წლებში მოეწყო. იმ დროს ებრაელთა უმრავლესობა მცირე ვაჭრებისა და ხელოსნებისგან შედგებოდა; ძალიან ცოტამ თუ იცოდა მეცნიერება, ამიტომ ებრაელთა კულტურული ცხოვრება ჩამორჩა. ეს შეიცვალა მე -19 საუკუნის ბოლოს, როდესაც რამდენიმე ებრაელი შევიდა ტარტუს უნივერსიტეტში და მოგვიანებით მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ებრაული კულტურისა და განათლების გააქტიურებას. 1917 წელს ტარტუში დაარსდა ებრაელთა დრამატული კლუბი.

ებრაელების ისტორია ესტონეთში
მთლიანი მოსახლეობა 1,738 [1]
ენები ესტონური, ებრაული, რუსული და იდიში
რელიგია იუდაიზმი

ებრაელთა ავტონომია დამოუკიდებელ ესტონეთში რედაქტირება

 
ტალინის სინაგოგა

დაახლოებით 200 ებრაელი იბრძოდა ესტონეთის დამოუკიდებლობის ომში (19181920) ესტონეთის რესპუბლიკის შექმნისთვის. ამ მებრძოლებიდან 70 მოხალისე იყო. ესტონეთის რესპუბლიკის შექმნით 1918 წელს დაიწყო ახალი ეპოქა ებრაელთა ცხოვრებაში. 1919 წლის 11 – დან 16 მაისამდე ტარდებოდაებრაული კრებები, სადაც განიხილებოდა ებრაული ცხოვრების ახალი გარემოებები. სწორედ აქ გაჩნდა კულტურული ავტონომიის იდეები, მათ შორის ტალინში არსებული ებრაული გიმნაზიის აშენების იდეაც (საშუალო სკოლა). ებრაულმა საზოგადოებებმა და ასოციაციებმა დაიწყო რიცხობრივი ზრდა. ამ ახალი საზოგადოებებიდან ყველაზე დიდი იყო ტალინში დაარსებული ჰ. ნ. ბჯალიკის სახელობის ლიტერატურული და დრამატული საზოგადოება. დაარსდა საზოგადოებები და კლუბები ვილიანდში, ნარვაში და სხვაგან.

1920-იანი წლები რედაქტირება

1925 წლის 12 თებერვალს ესტონეთის მთავრობამ მიიღო კანონი უმცირესობების კულტურული ავტონომიის შესახებ. ებრაულმა თემმა სწრაფად მოამზადა თავისი განცხადება კულტურული ავტონომიის მისაღებად. შეადგინეს სტატისტიკა ებრაელთა მოქალაქეების შესახებ. 1926 წლის ივნისში აირჩიეს ებრაელთა კულტურული საბჭო და გამოცხადდა ებრაელთა კულტურული ავტონომია. ამ ავტონომიის ადმინისტრაციული ორგანო იყო ებრაული კულტურის საბჭო, რომელსაც ჰირშ აიზენშტატი ხელმძღვანელობდა, სანამ დაიშლებოდა 1940 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ. როდესაც 1941 წელს გერმანიის ჯარებმა ესტონეთი დაიპყრეს, აისენშტატი წავიდა რუსეთში. ის ესტონეთში დაბრუნდა, როდესაც გერმანელები წავიდნენ, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ 1949 წელს დააპატიმრა ის. ესტონეთში ებრაული კულტურული ავტონომია დიდ ინტერესს იწვევდა გლობალურ ებრაულ საზოგადოებაში. ამ კულტურულმა ავტონომიამ საზოგადოების მიერ განათლების სრული კონტროლის შესაძლებლობა მისცა ერს. 1926 წლიდან ებრაულმა დაიწყო ტალინის ებრაულ საჯარო სკოლაში რუსული ენის შეცვლა.[3] ესტონეთმა, როგორც სახელმწიფომ, არსებობის პირველივე დღეებიდანვე გამოავლინა ტოლერანტობა მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ხალხის მიმართ. 1925 წელს ესტონეთში ამოქმედდა ეთნიკური უმცირესობების კულტურული ავტონომიის აქტი, რომლის მიხედვითაც უმცირესობათა ჯგუფებს, რომლებიც სულ მცირე 3000 ადამიანისგან შედგება, თვითგამორკვევის უფლება აქვთ კულტურულ საკითხებში. სახელმწიფომ უზრუნველყო ფინანსური დახმარება. ამრიგად, 1926 წელს გამოცხადდა ებრაული კულტურული ავტონომია. ებრაელების მიმართ ტოლერანტული პოლიტიკის გამო, ესტონეთის რესპუბლიკას ეძღვნებოდა გვერდი იერუსალიმის ოქროს წიგნში 1927 წელს.[4]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Population by ethnic nationality, 1 January, years - Statistics Estonia. Stat.ee (30 March 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 15 April 2013
  2. Jewish History in Estonia დაარქივებული 18 October 2016 საიტზე Wayback Machine. at www.jewishvirtuallibrary.org
  3. Spector, Shmuel (2001). The Encyclopedia of Jewish Life Before and During the Holocaust, Volume 3. NYU Press, გვ. 1286. ISBN 978-0-8147-9356-5. 
  4. Estonian Embassy in Tel Aviv. Telaviv.vm.ee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 15 April 2013