დუპლიკაცია (ლათ. duplicatio-დან — გაორმაგება) — ქრომოსომული გადალაგების სახესხვაობა, რომლის დროსაც ქრომოსომის უბანი ორმაგდება. შეიძლება მოხდეს არათანაბარი კროსინგოვერის, ჰომოლოგიური რეკომბინაციის შეცდომის, რეტროტრანსპოზიციის შედეგად[1].

სქემა, რომელზეც ილუსტრირებულია დუპლიკაციის პრინციპი

დუპლიკაციები შეიძლება მოხდეს ერთი და იმავე ქრომოსომის შიგნით ან წარმოიქმნას ერთი ქრომოსომის უბნის გადატანით მეორე ქრომოსომაზე (ტრანსპოზიცია). ერთ ქრომოსომაში წარმოქმნილი განმეორებები შეიძლება მდებარეობდეს პირდაპირი ან ინვერტირებული ტანდემური განმეორებების სახით.

ცნობილია ქრომოსომის უბნის მრავალჯერადი განმეორების შემთხვევები, რომლებსაც ამპლიფიკაციები ეწოდება[2].

ევოლუციაში დუპლიკაციის შედეგად შეიძლება მოხდეს განმეორებადი ნუკლეოტიდური თანმიმდევრობების, გენების კლასტერებისა და მულტიგენური ოჯახების წარმოქმნა[3].

გენთა დუპლიკაციისას გენის მეორე ასლი ხშირად არ ექვემდებარება სელექციის ზემოქმედებას — ამგვარად, გენის ერთ-ერთი ასლის მუტაცია ორგანიზმს ზიანს არ აყენებს. შესაბამისად, ასლები მუტაციებს უფრო მალე აგროვებს, ვიდრე ერთ ეგზემპლარში არსებული გენები.

დუპლიკაცია გენთა დელეციის საპირისპიროა.

  1. Zhang J (2003). „Evolution by gene duplication: an update“. Trends in Ecology & Evolution. 18 (6): 292–8. doi:10.1016/S0169-5347(03)00033-8.
  2. Инге-Вечтомов С.Г., Генетика с основами селекции, СПб.: Издательство Н-Л, 2010. — გვ. 193—194. 718 გვ, ISBN 978-5-94869-105-3.
  3. Тарантул В.З., Толковый биотехнологический словарь. Русско-английский, М.: Языки славянских культур, 2009, ISBN 978-5-9551-0342-6.