დონ ბოსკო
წმინდა იოანე ბოსკო (ჯოვანი ბოსკო) (იტალ. Giovanni Melchiorre Bosco: დ. 16 აგვისტო, 1815, ბეკი, ტურინის მახლობლად — გ. 31 იანვარი, 1888, ტურინი) — იტალიელი მღვდელი, განმანათლებელი და მწერალი. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, სალეზიანელთა ორდენის დამაარსებელი.
დონ ბოსკო Giovanni Melchiorre Bosco | |
---|---|
![]() | |
დაიბადა |
16 აგვისტო 1815[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] კასტელნუოვო-დონ-ბოსკო |
გარდაიცვალა |
31 იანვარი 1888[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (72 წლის) ტურინი[9] |
ხსენების დღე | 31 იანვარი[10] , 31 იანვარი, 31 იანვარი[11] და 31 იანვარი[12] |
მოღვაწეობა | მწერალი და კათოლიკე მღვდელი |
ენა | იტალიური ენა |
ეროვნება | იტალიელები |
ტურინში მუშაობის პერიოდში, სადაც მოსახლეობა იტანჯებოდა ურაბანიზააციისა და ინდუსტრიალიზაციის მავნე ზეგავლენით, ბოსკომ ხელი მიჰყო უსახლკარო ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებასა და განათლებას. მან შეიმუშავა აღზრდის მეთოდი, რომელიც უფრო მეტად დაფუძნებული იყო სიყვარულზე, ვიდრე დასჯაზე.
ჯოვანი ბოსკო დაიბადა ღარიბ ქრისტიანულ ოჯახში. ორი წლისაც არ იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. მისი აღზრდა დედამ ითავა, რომელმაც ბავშობაშივე ჩაუნერგა მას ღმერთისადმი სიყვარული.
სემინარიის და ღვთისმეტყველების კოლეჯის დამთავრების შემდეგ 1841 წელს ჯოვანი ბოსკო ხელდასხმულ იქნა მღვდლად.[13] იმავე წლის დეკემბერში ის ხსნის პირველ ორატორიას (ლათ. Oratio — ლოცვა), სწორედ ასე დაარქვა პირველ სალეზიელების თავშესაფარს ახალგაზრდებისათვის, სადაც მათ შეეძლოთ ეცხოვრათ, ემუშავათ, ესწავლათ ეთამაშათ და რაც მთავარია ყოფილიყვნენ ლოცვაში.
1854 წლის 26 იანვარს დააარსა ორდენი წმინდა ფრანცისკე სალელის სახელზე (ამჟამად ცნობილი ორდენი — „სალეზიელები დონ ბოსკოსი“), რომელიც საბოლოოდ დაამტკიცა რომის პაპმა პიუს IX-მ 1974 წლის აპრილში.
1872 წელს დონ ბოსკომ წმინდა მარია დომენიკა მაძარელოსთან ერთად დააარსა სალეზიელების სამონაზნო ორდენი — „მარიამის ქალიშვილები ქრისტიანთა დამხმარეები“ (ლათ. Congregatio — Filiarum Mariae Auxiliatricis (FMA)).
ჯოვანი ბოსკო გარდაიცვალა 1888 წლის 31 იანვარის და კანონიზებულ იქნა პაპ პიუს XI-ის მიერ 1934 წელს. იგი ახალგაზრდების მფარველი წმინდანია. მას მოიხსენიებენ კათოლიკურ ეკლესიაში 31 იანვარს.
ლიტერატურარედაქტირება
- Butler, Alan (1999). Butler's lives of the saints.. Tunbridge Wells: Burns & Oates. ISBN 0860122522.
- Farmer, David Hugh (2004). The Oxford Dictionary of Saints, 5, Oxford: Oxford Univ. Press. ISBN 0198609493.
- Coulter, Michael L.; Myers, Richard S.; Varacalli, Joseph A. (2012) "Bosco, St. John (1815–1888)", Encyclopedia of Catholic Social Thought, Social Science, and Social Policy Supplement. Scarecrow Press, გვ. 36–38. ISBN 0810882663.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დონ ბოსკო“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- დონ ბოსკოს წინასწარმეტყველება
- სალეზიანელთა ორდენის საიტი
- დონ ბოსკო — სამოქალაქო ენციკლოპედიური ლექსიკონი
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Store norske leksikon — 1978.
- ↑ 5.0 5.1 Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
- ↑ 6.0 6.1 GCatholic.org — 1997.
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ 8.0 8.1 Babelio — 2007.
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118513826 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typica — Civitas Vaticana: 1969. — გვ. 23.
- ↑ (not translated to mul) El último período de la historia del calendario tridentino: los inicios de su reforma (1904–1960) // Ephemerides Liturgicae: commentarium trimestre de re liturgica — 2012. — ტ. 126. — გვ. 276, 278–279, 293. — ISSN 0013-9505
- ↑ (not translated to mul) El último período de la historia del calendario tridentino: los inicios de su reforma (1904–1960) // Ephemerides Liturgicae: commentarium trimestre de re liturgica — 2012. — ტ. 126. — გვ. 278–279, 293. — ISSN 0013-9505
- ↑ CATHOLIC ENCYCLOPEDIA: St. John Bosco (Don Bosco).