დონალდ პლეზენსი
დონალდ ჰენრი პლეზენსი (ინგლ. Donald Pleasence; /ˈplɛzəns/; დ. 5 ოქტომბერი 1919 — გ. 2 თებერვალი 1995) — ინგლისელი მსახიობი. თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში გამოჩნდა 220-ზე მეტ ფილმსა და ტელეპროექტში. დიდწილად უარყოფით პერსონაჟებს ასრულებდა. სახელი გაითქვა შესრულებული როლებით ფილმებში: „დიდი გაქცევა“ (1963), „შენ მხოლოდ ორჯერ ცოცხლობ“ (1967), „THX 1138“ (1971) და „საშიში გამოღვიძება“ (1971). ფართო აღიარება მოუტანა ფილმ „ჰელოუინში“ (1978) და მის ოთხ სიკველში შესრულებულმა ფსიქიატრ სემიუელ ლუმისის როლმა, რისთვისაც ნომინირებული იყო სატურნის ჯილდოზე საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში. შემდგომში ჰელოუინის რეჟისორთან ორჯერ ითანამშრომლა ფილმებში „გაქცევა ნიუ-იორკიდან“ (1981) და „სიბნელის პრინცი“ (1987).
დონალდ პლეზენსი | |
---|---|
დონალდ პლეზენსი 1973 წელს | |
დაბადების თარიღი |
5 ოქტომბერი, 1919 უერკსოპი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
2 თებერვალი, 1995 (75 წლის) სენ-პოლ-დე-ვანსი, საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1946–1995 |
მეუღლე(ები) |
მირიამ რეიმონდი (იქ. 1941; განქ. 1958) ჟოსეფინ კრომბი (იქ. 1959; განქ. 1970) მეირა შორი (იქ. 1970; განქ. 1988) ლინდა ჯ. კენტვუდი (იქ. 1988) |
შვილ(ებ)ი | 5, მათ შორის ანჯელა პლეზენსი |
British Academy Television Awards (1959) |