დომინიკელთა რესპუბლიკა-საქართველოს ურთიერთობები

დომინიკელთა რესპუბლიკა-საქართველოს ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს დომინიკელთა რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. დომინიკელთა რესპუბლიკამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 2010 წლის 22 იანვარს. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და სენტ-ლუსია ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების - ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა, და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაეროში ორი ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლებმა ფედერიკო ალბერტო კუელო კამილომ და ალექსანდრე ლომაიამ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება