დომბაიულგენი

მთა საქართველოში და რუსეთში
(გადამისამართდა გვერდიდან დომბაი-ულგენი)

დომბაიულგენი[1] (რუს. Домбай-Ульген; ყარაჩ.-ბალყ. Доммай ёлген — „ადგილი, სადაც დომბა დაიღუპა“) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე.

დომბაიულგენი
დომბაიულგენი
დომბაიულგენი
კოორდინატები: 43°14′35″ ჩ. გ. 41°43′40″ ა. გ. / 43.24306° ჩ. გ. 41.72778° ა. გ. / 43.24306; 41.72778
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
ყარაჩაი-ჩერქეზეთი
სიმაღლე 4046 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები გნაისი, ფიქალი და გრანიტი
დომბაიულგენი — საქართველო
დომბაიულგენი
დომბაიულგენი — რუსეთი
დომბაიულგენი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის დასავლეთ ნაწილში, მდინარე თებერდის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4046 მ. დომბაიულგენის კლდოვან მასივზე გამოიყოფა სამი მწვერვალი: დასავლეთის (4036 მ), მთავარი (4046 მ) და აღმოსავლეთის (3950 მ). აგებულია გნაისებით, კრისტალური ფიქლებითა და გრანიტებით.

დაფარულია მუდმივი თოვლითა და მყინვარებით. 1960 წელს დომბაი-ულგენზე ასვლისას დაიღუპა ოთხი კაცისგან შემდგარი ექსპედიცია, რომელსაც ალპინისტი იგორ ეროხინი ხელმძღვანელობდა.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009, გვ. 60.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 478.