დოდო ვადაჭკორია
დოდო ალექსანდრეს ასული ვადაჭკორია (ქალიშვილობის გვარი — ხიმშიაშვილი) (დ. 5 ივნისი, 1923, ქუთაისი, — გ. 22 დეკემბერი, 2017) — ქართველი მწერალი და მთარგმნელი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი (1946). იყო სსრკ მწერალთა კავშირის საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურის სექციის ბიუროს წევრი (1972), საკავშირო საბავშვო და მხატვრული ლიტერატურის საბჭოს წევრი (1985). პირველი მოთხრობა „ჭრელი ხელთათმანები“ 1950 წელს გამოაქვეყნა, პირველი კრებული „უცნაური დედობილი“ — 1959 წელს. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე კრებული. თარგმნა ვ. მედვედევის, ბ. კამოვისა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინული და შვედური ზღაპრები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ ენაზე. არის შიო მღვიმელის სახელობის პრემიის ლაურეატი (1986). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999). მისი ძმა, მწერალი კოტე ხიმშიაშვილი დახვრიტეს 1942 წელს ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. 2020 წელს დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელი მიენიჭა ქუჩას თბილისში, ჩუღურეთის რაიონში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ყოჩივარდები, თბ., 2014.
- დედის ლოცვა, თბ., 2005.
- ვინ მივა პირველი საქართველოში, თბ., 2000.
- ვარსკვლავები საჩუქრად, თბ., 1984.
- ერთი კალთა სიყვარული, თბ., 1978. : საბავშო (ავტორი). - ნაკადული, 1978. - 168გვ.
- ბროლის ციგა, თბ., 1972.
- გოლიათი კაკალი, თბ., 1969.
- თეთრი კენჭი, თბ., 1962.
- გაზაფხული, მზე და სიყვარული, თბ., 1962.
- უცნაური დედობილი, თბ., 1959.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვადაჭკორია, დოდო // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 129.