დოდო გარეჯელი — ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ცნობით, დავით გარეჯელის უახლოესი მოწაფე, კახეთის მკვიდრი. VI საუკუნის პირველ ნახევარში გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი (დოდოს რქა). დოდოს ცხოვრების შესახებ ცნობები ჩართულია დავით გარეჯელის ცხოვრებაში. დოდო გარეჯელის ხსენების დღე გარდამავალი დღესასწაულია და იზეიმება ამაღლების შემდეგ ოთხშაბათს.

დოდო გარეჯელის საფლავი დავითის ლავრაში

1881 წელს, მიხეილ საბინინის თაოსნობით, დოდო გარეჯელის წმინდა ნაწილები, დოდოს რქის მონასტრის სავალალო მდგომარეობის გამო, გადაასვენეს დავითის ლავრაში.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საბინინი მ., „საქართველოს სამოთხე“, 1882, გვ. 637-639