დმიტრო კრემინი (დ. 21 აგვისტო, 1953, სოფ. სუხა, ზაკარპატიის ოლქი — გ. 25 მაისი, 2019, მიკოლაივი) — უკრაინელი პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, პედაგოგი. უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2016). უკრაინის ტარას შემჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1999). ვ. ჩუმაკისა (1987) და ვ. სვიძინსკის (2011) სახელობის ლიტერატურული პრემიების, მ. არკასის სახელობის კულტუროლოგიის პრემიის (1994) ლაურეატი. უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირისა (1979) და უკრაინის მწერალთა ასოციაციის (1997) წევრი.[1]

დმიტრო კრემინი
უკრ. Дмитро Кремінь
დაბადების თარიღი 21 აგვისტო, 1953(1953-08-21)
დაბადების ადგილი სუხა
გარდაცვალების თარიღი 25 მაისი, 2019(2019-05-25) (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი მიკოლაივი
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი
ენა უკრაინული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 უკრაინა
ალმა-მატერი უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტი
ჟანრი ლექსი
ჯილდოები უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
შვილ(ებ)ი ტარას კრემინი

დაამთავრა უჟჰოროდის უნივერსიტეტი (1975). ასწავლიდა მიკოლაივში: 1979–1981 წლებში — პედაგოგიური ინსტიტუტის უკრაინული ლიტერატურის კათედრის მასწავლებელი; 1980–2000 წლებში მუშაობდა ლიტერატურულ სტუდიებში „ჯერელა“ და „ბორვი“; 1981–1990 წლებში — გაზეთ „ლენინსკე პლემიას“ განყოფილების გამგე; 1991 წლიდან — კულტურისა და სულიერების განყოფილების გამგე, 2001 წლიდან — გაზეთ „რიდნე ბრიბუჟიას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. 2010 წლიდან — უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის მიკოლაივის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.[1]

დებიუტი 1970 წელს შედგა ალმანახ „ვიტრილაში“. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „რანოკ“, „ვიტჩიზნა“, „კიივ“, „სუჩასნისტ“, „კურიერ კრივბასუ“, „უკრაინა“, „ძვინ“, „ლონდონ მეგეზინ“, „პრიზმ“, „ჰაიდენ’ს ფერი რევიუ“, „ელექტრიკა“ და სხვ. კრემინის შემოქმედებაზე გავლენა იქონია პეტრო სკუნცთან, ივან ჩენდეისთან და ფელიქს კრივინთან ნაცნობობამ. პოეტის ბავშვობისა და ახალგაზრდობის მხარე ზაკარპატია იყო, შემდგომში კი მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბედი პობუჟიას დაუკავშირდა. აქედანაა მისი ისტორიული მეხსიერებისა და უკრაინული ფსიქოემოციურობის დიაპაზონი. ლექსებში პულსირებს ისტორიულ დროთა დინება. ფხიზელ-დრამატული მსოფლშეგრძნება მორალურ ფასებსა და საგრძნობ დამაჯერებლობას ანიჭებს მის ინტიმურ ლირიკას — ე.წ. „მუსიკალურ სიყვარულს“. წიგნ „პექტორალის“ (მიენიჭა შევჩენკოს პრემია) ერთ-ერთი გამჭოლი მოტივია მეხსიერების წინააღმდეგობა დროის შეუკავებელი დინებისადმი. ისტოული მეხსიერების სტერეოფონია ინახავს იმედისა და ბრძოლის ხმასაც.[1]

ნათარგმნი აქვს ცალკეული ნაწარმოებები რუსულიდან (ბორის პასტერნაკი, ანდრეი ვოზნესენსკი, ევგენი ევტუშენკო, ვლადიმერ პუჩკოვი), ქართულიდან (ლ. ნადარეიშვილი, მარიამ წიკლაური), ოსური (სერგო მინდიაშვილი, ვლადიმერ იკაევი), გერმანული (ჰაინრიხ ჰაინე), სლოვაკური (ი. კოსტრუ, ლ. ფელდეკი) და სხვა ენებიდან. კრემინის რამდენიმე ლექსი თარგმნილია ქართულ, ოსური, ჩეჩნურ და ბულგარულ ენებზე.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Качан А. Поетична іскра Дмитра Кременя // ЛУ. 1999, 13 трав.;
  • Шуляр В. Поетичне світовідчуття Дмитра Кременя // Дивослово. 2000. № 1;
  • Маляров А. Елегія троянського вина Дмитра Кременя // Вітчизна. 2001. № 9–10;
  • Бібліографія Д. Кременя // Закарп. митці-лауреати Нац. премії ім. Т. Шевченка: Бібліогр. покажч. Уж., 2008;
  • Дзюба І. Дмитро Кремінь: розмова з добою на краю прірви // Веч. Николаев. 2008, 21 авг.;
  • Базилевський В. Мінерал поезії: про лірику Дмитра Кременя // ЛітАкцент: Альм. К., 2009. Вип. 1;
  • Кремінь Т. Полівимірна рецепція Т. Шевченка у творчості Д. Кременя // Cultura Ucraineana contemporana intre canonul traditional si noile paradigme de afirmare. Cluj-Napoca, 2010;
  • Козак С. Дмитро Кремінь: «Поезія не вмирає, лише змінює свій образ» // ЛУ. 2011, 16 черв.;
  • Гладишев В. «Треба жити, щоб жити – вона…» // Метод. діалоги. 2011. № 9–10.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Дзюба, І. М.. Кремінь Дмитро Дмитрович uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2019). ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2023