მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg ეს სტატია ნამოსახლარს ეხება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაგუძუბის შესახებ იხილეთ დიხაგუძუბა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

დიხა გუძუბა, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ბორცვი კოლხეთის დაბლობზე, ანაკლიის მახლობლად, მდ. ენგურის შესართავთან. გაითხარა 1934-1936 წლებში. შეისწავლა ბ. კუფტინმა. დიხა გუძუბაზე დადგენილია 4 კულტურული ფენა. I-ში აღმოჩნდა ხელით ნაძერწი კერამიკა და მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ბრინჯაოს ჩამოსასხმელი ყალიბები, წიდა). ეს ფენა თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასასრულით (ძვ. წ. III - ძვ. წ. II ათასწლეულთა მიჯნა). II-III ფენები შუა ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება (ძვ. წ. XVIII- ძვ. წ. XV სს.). ამ ფენებში აღმოჩნდა ხის ძელურ ნაგებობათა ნაშთები, მდიდრულად ორნამენტირებული თიხის ჭურჭელი, მახას და ფეტვის მარცვალი და სხვა. IV ფენაში (გვიანდელი ბრინჯაოს ხანა) აღმოჩენილი კერამიკა ჩარხზე ნაკეთებია და განსხვავდება ქვედა ფენის კერამიკისაგან.

ლიტერატურარედაქტირება

  • ხოშტარია ნ., დიხა გუძუბა, კოლხეთის დაბლობის ძველი მოსახლეობა, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1944 ტ. 5, № 2;
  • Куфтин Б. А., Материалы к апхеологии Колхиды, т. 2, Тб., 1950
  • გოგაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 592-593, თბ., 1978 წელი.