დიღმის კვირაცხოვლის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

დიღმის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თბილისის სოფელ დიღომში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მინდორში. აგებულია XIX საუკუნეში.

ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია წყვილ პილასტრზე დაყრდნობილი სატრიუმფო თაღით. აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ღრმა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე სამ-სამი მარტივ კაპიტელიანი მასიური პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი სამი თაღი. გრძივი კედლები შეკრულია კამარის საბჯენი თაღების ფუძეებში ჩასმული მრგვალი ხის ძელებით. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია, სამხრეთისაში ორი. ინტერიერში კედლები შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესია მოხატული ყოფილა ფრაგმენტები გადარჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ცენტრალურ ნაწილში. სიუჟეტი გაურკვეველია. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე, კედლის წყობაში გამოსახულია ჯვარი.

ლიტერატურა რედაქტირება