დიფთერია — ინფექცია, რომელიც გამოწვეულია პათოგენური ბაქტერიით, რომლის სახელია Corynebacterium diphtheriae. ის უპირველეს ყოვლისა აზიანებს ყელისა და ცხვირის ლორწოვან გარსს, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანებაც. დიფთერია ხშირი პრობლემაა არაურბანიზირებულ რეგიონებში, სადაც ვაქცინები არ არის ხელმისაწვდომი.

დიფთერიის სიმპტომები
 
დიფთერიის ანტიტოქსინი

დიფთერია ცნობილი იყო უძველესი დროიდან. XIX საუკუნეში მეცნიერებმა გამოავლინეს Corynebacterium diphtheriae, როგორც გამომწვევი ბაქტერია და პირველი ანტიტოქსინების მკურნალობა შეიქმნა 1890-იან წლებში. 1920-იან წლებში დიფთერიის ტოქსოიდის ვაქცინის შემოღებამ მკვეთრად შეამცირა შემთხვევები მთელს მსოფლიოში.

ნიშნები და სიმპტომები

რედაქტირება

დიფთერიის სიმპტომები თვალსაჩინო ხდება ინფექციიდან ორიდან ხუთ დღეში. მისი სიმპტომებია:

  • გლანდებს მოდებული მოყვითალო-ნაცრისფერი ფერი, (მემბრანა)
  • ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება.
  • გადიდებული ლიმფური კვანძები კისერზე
  • ციებ-ცხელება
  • სუნთქვის გაძნელება.

ბაქტერიული ტოქსინი შეიძლება გავრცელდეს სისხლში, რამაც გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა მიოკარდიტი (გულის ანთება), ნევრიტი (ნერვის დაზიანება) და თირკმელების დაზიანება.

გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები

რედაქტირება

დიფთერიას იწვევს ბაქტერია Corynebacterium diphtheriae, რომელიც გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც აზიანებს ქსოვილებს. ინფექცია გადაიცემა დაავადებულის ნერწყვით ან სისხლით და ვრცელდება შემდეგი გზებით:

  • ნერწყვის მოხვედრა, დაავადებულისგან, დახველების ან დაცემინების შემდგომ.
  • კონტაქტი ბინძურ ობიექტებთან.
  • პირდაპირი კონტაქტი დაავადებულთან.

პრევენციის გზები

რედაქტირება

ვაქცინაცია დიფთერიის პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. დიფთერიის ტოქსოიდის ვაქცინა არის [DTaP] (დიფთერიის, ტეტანუსის და ყივანახველას) ვაქცინა ბავშვებისთვის და Td/Tdap ვაქცინა ზრდასრულებისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Holmes, R .K. (2005). „Diphtheria and other corynebacterial infections“, Harrison's Principles of Internal Medicine, 16th, New York: McGraw-Hill. ISBN 978-0-07-139140-5. 
  • "Antitoxin dars 1735 and 1740." The William and Mary Quarterly, 3rd Ser., Vol 6, No 2. p. 338.
  • Shulman, S. T. (2004). „The History of Pediatric Infectious Diseases“. Pediatric Research. 55 (1): 163–176. doi:10.1203/01.PDR.0000101756.93542.09. PMC 7086672. PMID 14605240.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: