დირბის წმინდა გიორგის ეკლესია
დირბის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 300 მეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (11 X 5,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვითა და რიყის ქვით. პილასტრები და საბჯენი თაღები თლილი ქვიშაქვისაა. შესასვლელი ორი აქვს - დასავლეთით (ამოშენებულია) და სამხრეთით. სამხრეთის შესასვლელი შიგნიდან შეისრული, ხოლო გარედან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. აფსიდში ერთი სარკმელია, მის გვერდებზე - ღრმა ნიშები. ორი სარკმელი სამხრეთითაა. დარბაზის გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით და მათზე გადასული საბჯენი თაღით. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადების გრძივ კედლებზე თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 369.