დიორა კელდიოროვა (უზბეკ. Diyora Baxtiyor qizi Keldiyorova; დ. 13 ივლისი, 1998, ჯუმა, სამარყანდის ოლქი, უზბეკეთი) — უზბეკი ძიუდოისტი, მოასპარეზე 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში. 2024 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, აზიის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატისა და სამხედრო მსოფლიო თამაშების მედალოსანი. პირველი უზბეკი ქალი, რომელმაც მოიგო დიდი სლემის ტურნირი ძიუდოში.

დიორა კელდიოროვა
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Diyora Baxtiyor qizi Keldiyorova ან Диёра Бахтиёр қизи Келдиёрова
დაბ. თარიღი 13 ივლისი, 1998(1998-07-13) (26 წლის)
დაბ. ადგილი Juma
ქვეყანა უზბეკეთი
ჯილდოები Meritorious athlete of Uzbekistan, Future creator medal, Zulfiya State Award და The Pride of Uzbekistan

2013 წელს მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 44 კგ-მდე წონით კატეგორიაში აზიის ახალგაზრდულ თამაშებზე ნანკინში (ჩინეთი), ხოლო 2016 და 2018 წლებში ძიუდოში აზიის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე — ბრინჯაოს მედლები.[1]

2018 წელს ჯაკარტაში (ინდონეზია) ზაფხულის აზიურ თამაშებზე 48 კგ-მდე წონით კატეგორიაში მეორე წრეში დამარცხდა იაპონელ ოლიმპიურ მედალოსან ამი კონდოსთან ანგარიშით 10:0, რომელიც შემდეგ ტურნირის ფინალში გავიდა. რეპეშაჟის რაუნდში ის კორეელ ძიუდოისტს ჯონ იუ-სუნს შეხვდა, მაგრამ 1:10 დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.[2]

2019 წელს, ფუჯაირაში (აგს) ძიუდოს აზიის ჩემპიონატზე 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში მან ტურნირის ფინალში მონღოლი ძიუდოისტი ლხაგვასურენგიინ სოსორბარამი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.[3][4] ნეაპოლში (იტალია) საზაფხულო უნივერსიადაზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში.[5] მან ასევე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ზაფხულის სამხედრო მსოფლიო თამაშებზე ვუჰანში (ჩინეთი).[6].

2021 წელს ანტალიაში (თურქეთი) ძიუდოს დიდი სლემის ტურნირზე მან ფინალში ესპანელი ესტრელა ლოპესი დაამარცხა. ამ გამარჯვების წყალობით, იგი გახდა პირველი უზბეკი გოგონა, რომელმაც ძიუდოს დიდი სლემის ტურნირზე ოქრო მოიპოვა.[7] ბიშკეკში (ყირგიზეთი) ძიუდოს აზიის ჩემპიონატზე 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალში დამარცხდა კორეელ ძიუდოისტ პარკ და-სოლთან.[8] 2021 წლის ივლისში, ბუდაპეშტში (უნგრეთი) ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გუნდურ ჩემპიონატში, მაგრამ 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის ბრძოლაში წააგო ისრაელელ ძიუდოისტ გეფენ პრიმოსთან ანგარიშით 10:0.[9] ტოკიოს (იაპონია) ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მან კვლავ წააგო მონღოლ ძიუდოისტ ლხაგვასურენ სოსორბარამთან პირველ წრეში.[10]

2023 წლის მაისში, კატარის დედაქალაქში, მსოფლიო ჩემპიონატზე, 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალში დამარცხდა იაპონელ სპორტსმენ უტა აბესთან. 2024 წლის აპრილში აზიის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მან სამხრეთ კორეელი ერინ იუნგი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.[11] იმავე წლის 20 მაისს, წინაოლიმპიურ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალში დამარცხდა იტალიელ სპორტსმენთან ოდეტა ჯუფრიდთან.[12]

2024 წლის 28 ივლისს, პარიზის ოლიმპიადაზე, 1/16-ში სუფთა ნიპონით 10:1, დაამარცხა იაპონელი ძიუდოისტი უტა აბე, რომელთანაც დამარცხდა 2023 წლის კატარის ფინალში.[13] ფინალში მან დაამარცხა კოსოვოელი სპორტსმენი დისტრია კრასნიკი და გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.[14] დიორა კელდიოროვა პირველი სპორტსმენია უზბეკეთის ისტორიაში, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში ოქრო მოიპოვა. ის ასევე არის პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა უზბეკეთ ქალთა შორის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.[15].

  1. Diyora KELDIYOROVA / IJF.org. ციტირების თარიღი: 2021-08-15
  2. Wayback Machine (2018-08-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-12. ციტირების თარიღი: 2021-08-15
  3. JudoInside - Asian Pacific Championships Fujairah Event. ციტირების თარიღი: 2021-08-15
  4. Диёра Келдиёрова из Самарканда завоевала «золото». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-15. ციტირების თარიღი: 2021-08-15
  5. [:itJudo[:en]JUDO[:]]. ციტირების თარიღი: 2021-08-15
  6. Wayback Machine (2019-11-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-12. ციტირების თარიღი: 2021-08-15
  7. Диёра Келдиёрова стала первой девушкой из Узбекистана, завоевавшей золото «Большого Шлема» по дзюдо. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-15. ციტირების თარიღი: 2021-08-15
  8. Asia-Oceania Senior Championships 2021 / IJF.org. ციტირების თარიღი: 2021-08-15
  9. Архивированная копия. ციტირების თარიღი: 2021-08-15
  10. Диёра Келдиёрова проиграла в первой схватке на Олимпийских играх. ციტირების თარიღი: 2021-08-15
  11. 2024-04-20 17:45:00. (2024-04-20) Диёра Келдиёрова завоевала бронзовую медаль чемпионата Азии. ციტირების თარიღი: 2024-05-21[მკვდარი ბმული]
  12. Диёра Келдиёрова стала двукратной серебряной медалисткой ЧМ. ციტირების თარიღი: 2024-05-21
  13. kunu.uz. Дзюдоистка Диёра Келдиёрова одолела действующую олимпийскую чемпионку. ციტირების თარიღი: 2024-07-29
  14. kunu.uz. Дзюдоистка Диёра Келдиёрова завоевала первую медаль Узбекистана на ОИ-2024. ციტირების თარიღი: 2024-07-29
  15. Президент поздравил дзюдоистку Диёру Келдиёрову с победой на Олимпиаде (видео). ციტირების თარიღი: 2024-07-29