დიოდი (დი... და ელექტრ[ოდი]) — ორელექტროდიანი ელექტრონული კომპონენტი, დამზადებული ნახევარგამტარი კრისტალის (გერმანიუმის, სილიციუმის, სელენისა და სხვათა) ფუძეზე და გამოიყენება ელექტრული დენის ცალმხრივად გასატარებლად.

ნახევრგამტარული გამმართველი დიოდის აღნიშვნა

დიოდის მუშაობა ემყარება უმთავრესად p-n გადასვლის თვისებებს. ატარებს დენს ერთი მიმართულებით, ანოდიდან კათოდისაკენ. ანოდი მიერთებულია დენის წყაროს დადებით პოლუსთან, კათოდი — უარყოფით პოლუსთან. თანამედროვე ტექნიკაში ძირითადად ნახევარგამტარულ დიოდებს იყენებენ. მათ ამზადებენ ძირითადად გერმანიუმისაგან, ან სილიციუმისაგან.

დანიშნულების მიხედვით დიოდი არსებობს სხვადასხვა სახის: გამმართველი დიოდი, სტაბილიტრონი (ზენერის დიოდი), ტუნელური დიოდი, შუქდიოდი, ფოტოდიოდი, ვარიკაპი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება