დინგნისკარტა
დინგნისკარტა (ლათ. Ziphius cavirostris) — ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველი დინგნისკარტასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 8 მ-მდე. მამლები დედლებთან შედარებით მცირე ზომისანი არიან. აქვთ კონუსისებური ცხვირი, დაბალი დამრეცი შუბლი. შეფერილობა — ცვალებადი, ჭარბობს რუხი, ბებერ ინდივიდებს თავი და ზურგის ნაწილი თეთრი აქვთ. გავრცელებულია ყველა ოკეანის თბილ და ზომიერ წყლებში. იკვებება თავფეხიანი მოლუსკებით. გვხვდება იშვიათად, ცხოვრობს უმეტესად მარტოსულად. სარეწაო მნიშვნელობა არ გააჩნია.
დინგნისკარტა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ziphius cavirostris (Cuvier, 1823) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 23211 | |||||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- დინგნისკარტა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)