დიმიტრი კორძაია
დიმიტრი კორძაია (დ. 11 ნოემბერი, 1958, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დიმიტრი კორძაია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 11 ნოემბერი, 1958 (66 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ექიმი და პედაგოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1981-1982 წლებში იყო რესპუბლიკის ც/ს საავადმყოფოს I ქირურგიული განყოფილების ექიმი-ინტერნი. 1983-1991 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის ასისტენტი. 1992-1996 წლებში იყო დოცენტი და პროფესორი. 1988-1991 წლებში კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია, 1991 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წლიდან კლინიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის (ჩინური მედიცინის ინსტიტუტის) რექტორი. 1983-2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოპერაციული ქირურგიის და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი და პროფესორი. 2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი. 2011 წლიდან არის სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის“ ხელმძღვანელი, ერთსაფეხურიანი საგანმნათალებლო პროგრამების „მედიცინა“ (ქართულენოვანი) და „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) ხელმძღვანელი. 2017 წლიდან არის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. სამეცნიერო ნაშრომების, 8 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მისი სახელი უკავშირდება საქართველიში ინტეგრაციული მედიცინის დანერგვას, უმაღლესი სამედიცინო განათლების ქართულენოვანი სახელმძღვანელოების შექმნას. კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი და მედიცინის ფაკულტეტის დეკანია. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ღვიძლშიდა ნაღვლის კალაპოტის თავისებურებანი ნორმულად და ნაღვლის საერთო სადინარის ოკლუზიის პირობებში“, დაიცვა 1987 წელს, სადოქტორო დისერტაციის თემა — „ნაღვლის გზების პლასტიკურობა, ნაღვლის შეგუბების მკურნალობის ტაქტიკისა და ოპერაციული ქირურგიის თავისებურებათა დაფუძნება“, დაიცვა 1994 წელს.
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ჩვენც, ექიმები საქართველოსი: თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის კურსდამთავრებულთა ლექსებისა და თარგმანების კრებული, ეძღვნება უნ-ტის 80 წლის იუბილეს თბ., შპს „პოლიგრაფ+“, 2010, გვ. 100 ISBN 9789941027154
- ელენთის ტრავმა: კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ბათუმი, ალიონი, 2005, გვ. 200გ ISBN 9992843934
- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში, 2000: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2000, გვ. 394
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 342