დიმიტრი ბატონიშვილი (XV საუკუნე)
(გადამისამართდა გვერდიდან დიმიტრი ბატონიშვილი (XV ს.))
დიმიტრი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) — კახეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე XV საუკუნის დასასრულსა და XVI საუკუნის დასაწყისში, ალექსანდრე I-ის უმცროსი ძე. დავითიშვილ-ბაგრატიონების წინაპარი.
1500 ელჩად იყო ისმაილ I-თან შირვანში. მამასთან ერთად ებრძოდა უფროს ძმას გიორგის იმის გამო, რომ იგი სისტემატურად არბევდა ქართლის სამეფოს მიწაწყალს და ცდილობდა მის დაპყრობას. 1511 გიორგიმ შეიპყრო დიმიტრი ბატონიშვილი, დააბრმავა და ცოლ-შვილიანად გააძევა კახეთიდან.
ლიტერატურა რედაქტირება
- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 553.