დიდუბე (თბილისის მეტრო)

თბილისის მეტროსადგური
(გადამისამართდა გვერდიდან დიდუბე (მეტროსადგური))
ტერმინს „დიდუბე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დიდუბე (მრავალმნიშვნელოვანი).

დიდუბე — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც ღრმაღელეს და გოცირიძის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 16 იანვარს გაიხსნა. არქიტექტორები გ. მოძმანიშვილი და ნ. ლომიძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]

„დიდუბე“

პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი
ბაქნის მდებარეობა 41°44′58″N 44°46′48″E / 41.74943981526399° ჩ. გ. 44.77993679418459° ა. გ. / 41.74943981526399; 44.77993679418459
ამოსასვლელი 41°45′00″N 44°46′48″E / 41.750020697482086° ჩ. გ. 44.77995961778987° ა. გ. / 41.750020697482086; 44.77995961778987
რაიონი ნაძალადევის რაიონი
გახსნის თარიღი 16 იანვარი, 1966; 58 წლის წინ (1966-01-16)
ტიპი მიწისზედა
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის ტიპი კუნძულოვანი
ბაქნის სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი გ. მოძმანიშვილი
ნ. ლომიძე
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“
ქალაქში გასასვლელი თორნიკე ერისთავის ქუჩა
ტრანსპორტის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი 06:00—00:00
„დიდუბე“ ვიკისაწყობში

მიწისზედა სადგური წარმოადგენს ღია პლატფორმას რკინაბეტონის გადახურვით. პლატფორმის ნაწილზე აღმართულია ორსინათლიანი ვესტიბიული — მსუბუქი რკინაბეტონის კარკასი დიდი შემინული ღიობებით. სადგური ქალაქის ქუჩებთან დაკავშირებულია კიბეებითა და გადასასვლელებით.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
  2. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.