დიდი კოლუმბია

(გადამისამართდა გვერდიდან დიდი კოლუმბიის რესპუბლიკა)

დიდი კოლუმბია (ესპ. Gran Colombia), სახელი, რომლითაც ამჟამად მოიხსენებენ ქვეყანას, რომელსაც სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილი და ცენტრალური ამერიკის სამხრეთი ნაწილი ეჭირა 1819-31 წლებში. ამ მცირეხნიან რესპუბლიკას ეჭირა დღევანდელი კოლუმბიის, ვენესუელის, ეკვადორისა და პანამის ტერიტორიები. პირველი სამი დიდი კოლუმბიის მემკვიდრე ქვეყანა იყო მისი დაშლისას. ვინაიდან მისი ტერიტორია მოიცავდა მეტ-ნაკლებად ახალი გრანადის ყოფილი სამეფისნაცვლოს საწყის იურისდიქციას, ის პრეტენზიას აცხადებდა ასევე კოსტა-რიკის კარიბების სანაპიროზე, მოსკიტოს სანაპიროზე, გაიანას „გაიანა ესეკიბასა“ და დღევანდელი პერუსა და ბრაზილის მცირე ნაწილზე.

დიდი კოლუმბია (1824)

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება