დიდი ალმათის ტბა
დიდი ალმათის ტბა (ყაზახ. Үлкен Алматы көлі) — ტბა ყაზახეთში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2511 მ სიმაღლეზე. ალმათიდან სამხრეთით 15 კილომეტრში. ქვაბული ტექტონიკური წარმოშობისაა. ტბის სიგრძეა 1,6 კმ, სიგანე 0,75-1 კმ-მდე. წყლის მაქსიმალური დონე აგვისტოშია, მინიმალური — თებერვალში. დონის რყევა 20 მ-ის ფარგლებშია. ნაპირები ციცაბოა. ტბას სამხრეთიდან ერთვის მდინარე დიდი ალმათინკა.
დიდი ალმათის ტბა | |
---|---|
დიდი ალმათის ტბა | |
კოორდინატები: 43°03′02″ ჩ. გ. 76°59′06″ ა. გ. / 43.05056° ჩ. გ. 76.98500° ა. გ. | |
მდებარეობა | ყაზახეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2511 მ |
ფართობი | 1,12 კმ² |
მოცულობა | 0,014 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 3 კმ |