დერ ზოლდატი (გერმანულად „Der Soldat“, ქართულად „ჯარისკაცი“) — ავსტრიაში გამომავალი ერთადერთი სამხედრო-პოლიტიკური სპეციალური მედია საშუალება. „დერ ზოლდატს“ აქვს გაზეთის ფორმატი და გამოდის 24-ჯერ წლის განმავლობაში.

„დერ ზოლდატი“ აქვეყნებს ინფორმაციებს ავსტრიისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის თემებზე.

გაზეთი სამხედრო საქმით დაკავებულ, ან დაინტერესებულ მკითხველს სთავაზობს აქტუალურ რეპორტაჟებსა და კორესპონდენციებს, ფუნდირებულ ანალიზსა და სამხედრო სფეროს სპეციალისტთა განსხვავებული თვალთახედვით გაშუქებულ მიმდინარე მოვლენებს.

ეს სპეციალური სამხედრო პუბლიკაციები განკუთვნილია სხვადასხვა განხრით მომუშავე ექსპერტებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვინც პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ჯარსა და მასმედიაში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებით, ან გადაწყეტილებების მიღებითაა დაკავებული.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ავსტრიული „დერ ზოლდატი“ წარმოადგენს საინფორმაციო და საკომუნიკაციო პლატფორმას.

გაზეთი 1956 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს ავსტრიის ქვეყნის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროსთან.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება