დერენიკ დემირჭიანი

დერენიკ კარაპეტის ძე დემირჭიანი (დ. 18 თებერვალი [ ძვ. სტ. 6 თებერვალი], 1877, ახალქალაქი, საქართველო — გ. 6 დეკემბერი, 1956, ერევანი) — სომეხი მწერალი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1940). სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953).

დერენიკ დემირჭიანი
სომხ. Դերենիկ Կարապետի Դեմիրճյան
დაბადების თარიღი 6 (18) თებერვალი, 1877[1] [2]
დაბადების ადგილი ახალქალაქი[3] [1] [2]
გარდაცვალების თარიღი 6 დეკემბერი, 1956(1956-12-06)[3] [1] [2] (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი ერევანი[3] [1] [2]
საქმიანობა მწერალი[1] [2] , პუბლიცისტი[1] [2] , ლიტერატურული კრიტიკოსი[2] , მთარგმნელი[2] , პოეტი[4] და დრამატურგი[4]
ენა სომხური ენა
ეროვნება სომხები[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი გევორქიანის თეოლოგიური სემინარია[1] , ნერსისიანის სკოლა[1] და ჟენევის უნივერსიტეტი[1]
Magnum opus ვასაკი, მამაცი ხაზარი, Yerkir hayreni და ვარდანანქი
ჯილდოები ლენინის ორდენი, სომხეთის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შრომის წითელი დროშის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

1897 წელს დაამთავრა თბილისის ნერსესის სემინარია. 1910–1922 წლებში მასწავლებლად იყო თბილისში. მისი ლექსების კრებულებს (1899, 1913, 1919) აშკარად ეტყობა სევდისა და მარტოობის მოტივებიდან სოციალური ჟღერადობამდე ამაღლება. დემირჭიანის რევოლუციამდელი მოთხრობებიდან აღსანიშნავია:„ზედმეტი ბარგი“, „ღიმილი“; 20-30-იან წლებში დაწერა ოთხრობები:„დასასვენებელ სახლში“, „სათო“, „რაშიდი“ და სხვა. პიესები:„მამაცი ნაზარი“, „კაპუტანი“, „ნაპოლეონ კორკოტიანი“, „მშობლიური მხარე“ და სხვა. ომის წლებში - ნოველები: „წამებულის ანდერძი“, „დაბრუნება“ და სხვა. დემირჭიანის ისტორიული რომანი „ვარდანანქი“ (ნაწ. 1-2, 1943-1946; ქართული თარგმანი 1962-1963) ასახავს სომეხი ხალხის ეროვნულ განმათავისუფლებელ ბრძოლას V საუკუნეში, გამოხატავს დიდ სიმპათიებს ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოძალადეთა წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა სომხეთს. რომანის მთავარი პერსონაჟია სომხეთის ეროვნული გმირი ვარდან მამიკონიანი, მამა შუშანიკისა — ქართლის პიტიახშის ვარსქენის მეუღლისა. დაუმთავრებელი დარჩა რომანი „მესროპ მაშტოცი“ (ნაწ. 1, 1956). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება