ჟერარ დეპარდიე

(გადამისამართდა გვერდიდან დეპარდიე, ჟერარ)

ჟერარ ქსავიე მარსელ დეპარდიე (ფრანგ. Gérard Xavier Marcel Depardieu, CQ; დ. 27 დეკემბერი, 1948) — ფრანგი კინომსახიობი. თამაშობს ფართო სპექტრის როლებს განსხვავებული ჟანრების ფილმებში: კომედიებში („მამა - ჩემი საყვარელი“), მელოდრამებში („მთვარე საკანალიზაციო თხრილში“), კოსტიუმირებულ ისტორიულ ფილმებში („დანტონი“, „ვატელი“, „ვიდოკი“), კლასიკურ დრამატულ რეპერტუარში („სირანო დე ბერჟერაკი“), აბსურდულ ექსპერიმენტებში („ცივი საუზმე“). საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოელი მსახიობი იყო ჟან-პოლ ბელმონდოსა და ალენ დელონთან ერთად. პოპულარობა ძირითადად სამმა ფილმმა მოუტანა, სადაც კომედიურ დუეტშია პიერ რიშართან: „უბედონი“ (1981), „მამიკოები“ (1983), „გაქცეულები“ (1986).

ჟერარ დეპარდიე
დაბადების სახელი ჟერარ ქსავიე მარსელ დეპარდიე
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1948 (1948-12-27) (75 წლის)
შატორუ, საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთი, რუსეთი (2013 წლიდან)
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1972-დღემდე
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში

1990 — მწვანე ბარათი
სეზარი

საუკეთესო მსახიობი კაცი
1980 — უკანასკნელი მეტრო

1990 — სირანო დე ბერჟერაკი
სხვა ჯილდოები

კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის

1990 — სირანო დე ბერჟერაკი

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1976 მეოცე საუკუნე Novecento ოლმო დალკო
1980 უკანასკნელი მეტრო Le Dernier Métro ბერნარ გრანჟე
1981 მეზობელი ქალი La Femme d'à côté ბერნარ გოდრი
1987 ჟან დე ფლორეტი Jean de Florette ჟან კადორე
1988 კამილა კლოდელი Camille Claudel ოგიუსტ როდენი
1990 სირანო დე ბერჟერაკი Cyrano de Bergerac სირანო დე ბერჟერაკი
1990 მწვანე ბარათი Green Card ჟორჟ ფაურე
1998 რკინის ნიღაბი The Man in the Iron Mask პორთოსი
1999 ასტერიქსი და ობელიქსი კეისრის წინააღმდეგ Astérix et Obélix contre César ობელიქსი
2002 ასტერიქსი და ობელიქსი: მისია „კლეოპატრა“ Astérix & Obélix: Mission Cléopâtre ობელიქსი
2002 მე დინა ვარ I Am Dina იაკობ გრონლევი
2007 ცხოვრება ვარდისფერ ფერებში La Vie en rose ლუი ლეპლე
2008 ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე Astérix aux Jeux Olympiques ობელიქსი
2008 ასტერიქსი და ობელიქსი: ღმერთო დაიფარე ბრიტანია Astérix et Obélix: God save Britannia ობელიქსი
2008 მერინი Mesrine გვიდო
2012 პის ცხოვრება Life of Pi კოკი

პირადი ცხოვრება რედაქტირება

დეპარდიე 1970 წელს ელიზაბეთ გინიოზე დაქორწინდა. მას გინიოსგან ორი შვილი ეყოლა — გიიომი და ჟული — ორივე მათგანი მსახიობი გახდა. 1992 წლის 28 იანვარს, გინიოსთან განქორწინების პერიოდში, მას მოდელ კარინ სილასგან (კინოპროდიუსერ ვირჟინი ბესონ-სილას და) ასული, როქსანი შეეძინა. 1996 წელს, ის გაცილდა გინიოს და ურთიერთობა მსახიობ კაროლ ბუკესთან დაიწყო, რომელიც მისი პარტნიორი 1997-2005 წლებში იყო.[1]

2006 წლის 14 ივლისს, მას ფრანგ-კამბოჯელი ელენ ბიზოსგან (ფრანსუა ბიზოს ასული, არ შეგეშლოთ მსახიობ ელენ ბიზოსთან) ვაჟი, ჟანი შეეძინა.[2][3] 2005 წლიდან, დეპარდიე ცხოვრობს კლემენტინ იგუსთან ერთად. მან 200 წლის ივლისში გადაიტანა გულის ოპერაცია.[4]

2008 წლის 13 ოქტომბერს, დეპარდიეს ვაჟი, გიომი, 37 წლის ასაკში პნევმონიისგან გარდაიცვალა. გიიომის გულს ზიანი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ და 1995 წელს მოტოციკლეტზე მომხდარმა ავარიამ მიაყენა — ამ შემთხვევის გამო მას 2003 წელს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია მოუწია. ჟერარს და გიიომს რთული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე ისინი შერიგდნენ.[5]

2020 წლის სექტემბერში, დეპარდიემ პარიზის ალექსანდრე ნეველის ტაძარში აღმოსავლეთის მართლმადიდებლობა მიიღო.[6]

განხილვადი ფაქტები რედაქტირება

2011 წლის 16 აგვისტოს, დეპარდიემ Cityjet-ის პარიზი-დუბლინის თვითმფრინავში ყოფნისას, როდესაც ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ასაფრენ ბილიკზე მოძრაობდა, ბოთლში მოშარდა. ინციდენტი პროსტატის პრობლემით გამოწვეულ შარდის შეუკავებლობას მიაწერეს და იმას, რომ ბორტგამცილებელმა არ მისცა ამდგარიყო და საპირფარეშოში გასულიყო, რადგან თვითმფრინავი უკვე მოძრაობდა.[7] 2012 წლის აგვისტოში, იგი პარიზში მოტიციკლისტის ცემის გამო თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.[8] 2014 წელს მან განაცხადა, რომ დღეში 14 ბოთლი ღვინის დალევა შეეძლო, თუმცა 2016-ში მან განაცხადა, რომ ალკოჰოლს თავი დაანება.[9]

2012 წლის 7 დეკემბერს ის ბელგიის ქალაქ ნეშაინის ოფიციალური მკვიდრი გახდა.[10] საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან-მარკ ერომ მისი ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.[11] 2012 წლის 15 დეკემბერს, დეპარდიემ საჯაროდ განაცხადა, რომ უარს ამბობდა საფრანგეთის მოქალაქეობაზე.[12][13] 2013 წლის 3 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა ბრძანებას დეპარდიესთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.[14] მის შემდგომ ინტერვიუში, დეპარტიემ პუტინის მოწინააღმდეგეებს "ხედვის არქონა" დაუწუნა.[15] მის ავტობიოგრაფიაში, დეპარდიე წერს, რომ "პუტინს მაშინვე მოეწონა მისი ხულიგნური მხარე".[16] 2013 წლის იანვარში, ის მონტენეგროს კულტურის ელჩად გაამწესეს[17], იმავე წლის თებერვალში კი, ის სარანსკის მკვიდრად დარეგისტრირდა. 2015 წლის ზაფხულში, რუსულ-უკრაინული პოლიტიკური საკითხების გარშემო გაკეთებული განცხადებების გამო, დეპარდიეს ფილმები უკრაინულ ტელევიზიასა და კინოთეატრებში აკრძალეს.[18]

სექსუალური შევიწროვების ბრალდებები რედაქტირება

2018 წლის აგვისტოში, დეპარდიე 22 წლის მსახიობმა და მოცეკვავემ სექსუალურ შევიწროვებასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა.[19] მსახიობი საუბრობდა დეპარდიეს მხრიდან სექსუალური შევიწროვების ორ შემთხვევაზე მის სახლში, რეპეტიციის დროს. ანონიმურმა მსახიობმა შემთხვევის შესახებ სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ლამბესკში განაცხადა, რის შემდეგაც შემთხვევა დედაქალაქის პროკურატურას გადაეცა. დეპარდიემ უარყო ბრალდებები.[20] 2019 წელს, პოლიციის ცხრათვიანი გამოძიების შემდეგ, ბრალდებები გაუქმდა.[21] თუმცა, მას შემდეგ, რაც 2020 წლის ოქტომბერს მისმა ბრალმდებელმა საჩივარი ხელახლა შეიტანა, საქმე ხელახლა გაიხსნა.[22] 2021 წლის თებერვალს, საფრანგეთის სამართალდამცავმა უწყებებმა დეპარდიეს 2020 წლის დეკემბერში ჩადენილი გაუპატიურებისთვის ბრალი დასდეს, რომელიც, თავის მხრივ, 2018 წლის აგვისტოს მომხდარი ინციდენტიდან იღებდა სათავეს. დეპარდიეს ადვოკატმა, ერვე ტემიმმა,მონდთან საუბრისას განაცხადა, რომ მსახიობი ბრალდებებს უარყოფს.[23]

ჯილდოები რედაქტირება

დეპარდიე 15-ჯერ იყო წარდგენილი სეზარის ჯილდოზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და ორჯერ მოიგო ის 1980 და 1990 წლებში. მიღებული აქვს კანისა და ვენეციის კინოფესტივალების ჯილდოები, ოქროს გლობუსი. 1990 წელს აგრეთვე მიიღო ოსკარის ნომინაცია ფილმისთვის „სირანო დე ბერჟერაკი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bouquet — Depardieu en crise. Dhnet.be (31 August 2005). ციტირების თარიღი: 26 February 2010
  2. Issue 3089, 31 July 2008, Paris Match
  3. Sloan, Michael (22 April 2011). „Upheaval of life blamed on Apsara“. The Phnom Penh Post. Cambodia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 25 April 2011.
  4. „Depardieu has heart surgery“. BBC News. 11 July 2000. ციტირების თარიღი: 25 April 2018.
  5. Lichfield, John (14 October 2008). „Gérard Depardieu's son dies of pneumonia at 37“. The Independent. ციტირების თარიღი: 3 January 2013.
  6. Gérard Depardieu was baptised an Orthodox Christian (6 September 2020). ციტირების თარიღი: 25 February 2021
  7. Samuel, Henry. „Gerard Depardieu's plane incident down to prostate problems“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 12 May 2017.
  8. Henry Barnes (17 August 2012). „Gérard Depardieu accused of punching motorist in road rage assault“. The Guardian.
  9. Mulholland, Rory (7 May 2016). „Gérard Depardieu gives up alcohol: 'I really no longer like drunkenness'. The Telegraph. ციტირების თარიღი: 25 February 2021.
  10. Fraser, Christian (17 December 2012). „Depardieu: French film star stirs tax row“. BBC News. ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  11. „Depardieu tax exile move 'shabby' - French PM Ayrault“. BBC. 12 December 2012. ციტირების თარიღი: 17 December 2012.
  12. „Depardieu 'to give up passport' in tax exile row“. BBC news. 16 December 2012.
  13. „Gérard Depardieu : "Je rends mon passeport". lejdd.fr. 15 December 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 December 2012. ციტირების თარიღი: 6 January 2013.
  14. „Executive Order on granting Russian citizenship to Gerard Depardieu“. Russian Presidential Executive Office. 3 January 2013.
  15. Depardieu attacks Russia's opposition.. Aljazeera.com. ციტირების თარიღი: 25 January 2013
  16. Bakker, Tiffany (7 October 2014). „Gerard Depardieu reveals he was a child prostitute in revealing autobiography It Happened Like That“. news.com.au. ციტირების თარიღი: 25 February 2021.
  17. Depardieu nommé ambassadeur de la culture du Monténégro (9 January 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 27 April 2014
  18. Why Gerard Depardieu Movies Have Been Banned From Theaters, TV - ABC News. Abcnews.go.com (10 August 2015). ციტირების თარიღი: 25 April 2018
  19. Ryan, Lisa (30 August 2018). „French Actor Gérard Depardieu Accused of Rape“. The Cut. ციტირების თარიღი: 25 February 2021.
  20. „Gérard Depardieu: French actor accused of rape“. BBC News. 30 August 2018. ციტირების თარიღი: 25 February 2021.
  21. Giordano, Chiara (4 June 2019). „Gerard Depardieu rape case dropped after nine months because of lack of evidence“. The Independent. ციტირების თარიღი: 25 February 2021.
  22. „Gérard Depardieu rape investigation to be reopened“. The Guardian (ინგლისური). Agence France-Presse. 28 October 2020. ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 28 October 2020.
  23. Parker, Ryan (23 February 2021). „Gerard Depardieu Charged With Rape by French Authorities“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 23 February 2021.