დემპო
დემპო (ინდონ. Gunung Dempo) — მოქმედი ვულკანი ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბარისანის ქედზე. სიმაღლე 3173 მ.[1] ძლიერი ამოფრქვევა მოხდა 1908 და 1994 წლებში. უკანასკნელი ამოფრქვევა კი 2009 წლის იანვარში დაფიქსირდა. დემპო სტრატოვულკანია. გააჩნია 7 ვულკანური კრატერი, რომელთა შორის ტბებია გაბნეული. ყველაზე დიდი ტბის დიამეტრი შეადგენს 400 მეტრს.
დემპო | |
---|---|
![]() დემპო | |
კოორდინატები: 4°00′57″ ს. გ. 103°07′42″ ა. გ. / 4.01583° ს. გ. 103.12833° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 3173 მ |
ქედი | ბარისანი |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | იანვარი 2009 |
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- დემპო — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Global Volcanism Program, Smithsonian Institution. Retrieved 2006-12-28.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-26. ციტირების თარიღი: 2011-09-21.