დევიდ კრამპტონ უინფილდი (ინგლ. David Crampton Winfield) (დ. 2 დეკემბერი, 1929 — გ. 28 სექტემბერი, 2013) — ბრიტანელი კონსერვატორი და ბიზანტისტი, რომელიც სპეციალიზდებოდა კედლის მხატვრობაში. კარიერის პირველი ნახევარი გაატარა უცხოეთში, უმეტესად თურქეთსა და კვიპროსში, სადაც გაწეული ღვაწლისთვის 1974 წელს დაჯილდოვდა ბრიტანეთის საიმპერატორო ორდენით.[1] The Times მას XIX საუკუნის დიდ მეცნიერ-მოგზაურებს ადარებს.[2] მოგვიანებით მუშაობდა გაერთიანებულ სამეფოში და 1981 წლიდან დაინიშნა National Trust-ის კონსერვაციის დაგეგმარების თანამდებობაზე.[3]

ადრეული პერიოდი და განათლება რედაქტირება

დევიდ უინფილდი დაიბადა და გაიზარდა ჰენდონში (ლონდონი). მამამისი იყო სამოქალაქო მოხელე, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დაიჭრა. დედა ედიტი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც უინფილდი ხუთი წლის იყო და დეივიდი და მისი ძმა დიდწილად მამიდამ აღზარდა. მამა და ძმაც, რომელიც დეიიდზე ექვსი წლით უფროსი იყო მეორე მსოფლიო ომში ტყვეებად ჩავარდნენ და გარდაიცვალნენ სანამ უინფილდს 30 წელი შეუსრულდებოდა.[4]

უინფილდი დორსეტის ბრაიანსტონის სკოლაში დადიოდა და ოქსფორდის მერტონის კოლეჯში ეუფლებოდა თანამედროვე ისტორიას, რომელიც მან 1954 წელს დაასრულა. უინფილდმა ბიზანტიური ხელოვნებისა და არქიტექტურის კვლევებით დაინტერესდა, მას შემდეგ რაც, ათონის მთის გავლით, ის ევროპიდან სტამბოლამდე მოგზაუურობდა. ორი წამყვანი აკადემიკოსის გერვასე მეთიუსა და დევიდ ტალბოტ რაისის რჩევით, მან განაცხადი გაგზავნა და მოიპოვა ბრიტანეთის საბჭოს სტიპენდია.[2][4] ამ ჯილდომ უინფილდს საშუალება მისცა 2 წელი ბელგრადის უნივერსიტეტში გაეტარებინა, სადაც ის გამოჩენილ სერბ ხელოვნების ისტორიკოსთან მუშაობდა, და ზაფხულის არდადეგებში, გაეროს მიერ დაფინანსებულ პროექტის ფარგლებში, რომელსაც იტალიური გუნდი ხელძღვანელობდა,[4] უინფილდმა სოპოჩანის მონასტერში მუშაობისას კედლის მხატვრობის კონსერვაციის მნიშვნელოვანი ტექნიკები გამოიმუშავა.

კარიერა რედაქტირება

ბალკანეთში მიღებულბმა გამოცდილებამ უინფილდს საშუალება მისცა დაეწერა სტატია „Four Historical Compositions from the Medieval Kingdom of Serbia“, რომელიც გამოქვეყნდა 1958 წ. ჟურნალ Byzantinoslavica 19, no.2-ში.[4] უინფილდი გამოსცემდა მრავალ წიგნსა და სტატიას არქეოლოგიაზე და კონსერვაციის სამუშაოსთან დაკავშირებით, ხშირად მის მეუღლე ჯუნთან ერთად. მეუღლეს ის ტრაპიზონში შეხვდა, მაშინ როცა ის იყო ასისტენტ სტუდენტი, პასუხისმგებელი არქიტექტურული ნახატებისა და სურათების პროექტზე, რომელზეც ორივე მუშაობდნენ.[2] უინფილდის 1985 წლის პუბლიკაციამ, ბიზანტიის მონუმენტებზე და პონტოს ტოპოგრაფიაზე, რომლის თანაავტორია ენთონი ბრაიერი, მაღალი შეფასება დაიმსახურა.[5]

თურქეთი რედაქტირება

უინფილდის პირველი მნიშვნელოვანი პროექტი იყო ტრაპიზონის აია სოფიას ტაძარი, სადაც ის დევიდ ტალბოტ რაისმა 1957 წელს მოიწვია რათა საველე ზედამხედველობა გაეწია. უინფილდს ფრესკების რესტავრაცია ებარა, სადაც ის შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. პროექტი, ანკარას ბრიტანული არქეოლოგიის ინსტიტუტის სპონსორობითა და Walker Trust of St Andrew-ის დაფინანსებით ხორციელდებოდა და მან გამოიღო შთაბეჭდავი შედეგები, რადგან ტალბოტ რაისმა თურქეთის მთავრობისგან ნაგებობაში, რომელიც იმ დროისთვის მეჩეთად ფუნქციონირებდა,[6] ქრისტიანული ფრესკების გამოჩენის ნებართვა მიიღო. საღებავების ჩამოფხეკის შემდეგ გამოჩნდა ფრესკები, რომელიც კედლის მხატვრობის „ბრწყინვალე“ მაგალითად შეფასდა.[7] როგორც ლუტგარდ ვანდეპუტმა აღნიშნა, Anatolian Studies, 2008, ფრსკები მნიშვნელოვანი იყო ”არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გააჩინეს კითხვები მხატვრობის ტექნიკის წარმოშობასა და განვითარების შესახებ, არამედ ინფორმაციის გამო, რომელიც ისინი იძლეოდნენ XIII საუკუნის ქრისტიანობაში მხატვრობის განვითარებისა და სტილისტური ინოვაციების შესახებ”.[8] სამუშაოების დასასრულისკენ, უინფილდისა და მისი მეუღლის ძალისხმევით, რომლებიც ამ დროისთვის ტრაპიზონში კარგად იყვნენ ცნობილი, ადგილობრივმა გუბერნატორმა ეკლესიის მუზეუმად გადაქცევის ნებართვა დართო. 2013 წელს გადაწყდა რომ მუზეუმი ისევ აქტიურ მეჩეთად გადაქცეულიყო.[6]

მუშაობები აია-სოფიაში 1962 წელს დასრულდა და 1963 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის კვლევისთვისთვის უინფილდმა მარჯორი უორდროპის ფონდიდის გრანტი მიიღო, რათა შეესწავლა ჭოროხის ხეობის ქართული ეკლესიები. უინფილდის კვლევები გამოქვეყნდა Journal of Warburg-სა და კორტალდის ინსტიტუტში 1969 წელს.[4]

1962 წელს, უინფილდმა არქეოლოგ მაიკლ გოფთან ერთად მოინახულა ესკიგიუმუშის მონასტერი, კლდეზე-ნაკვეთი მონასტერი ნიღდესთან. Russell Trust-გან გრანტის მიღების შემდეგ, მათ დაიწყეს გაწმენდითი და სარესტავრაციო სამუშაოები ბიზანტიურ ფრესკებზე, სადაც ისინი შემდეგი რამდენიმე წელი მუშაობდნენ.[9] მათმა სამუშაოებმა გამოააშკარავა კარგად შემოანხული ფრესკები, რომელიც ასახავდა ახალი აღთქმის სცენებს, რომელიც თარიღდებოდა XI ან XII საუკუნეებით. მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელიც გამოქვეყნდა The Times-ში 1963 წლის 25 ოქტომბერს.[10] შემდგომი აღმოჩენა იყო ნახატების სერია ნართექსის ზემოთ მდებარე ოთახის კედლებზე, რომლებიც იდენტიფიცირებული იყო როგორც ეზოპეს იგავების ილუსტრაცია.[11]

ტრაპიზონში ყოფნის დასაწყისში უინფილდი შეხვდა ენტონი ბრაიერს. საერთო ინტერესებით შეპყრობილი, განსაკუთრებით პონტოს სამეფოს ძეგლების შესწავლით, ეს თანამემამულე მეცნიერები რეგიონის უშიშარ მკვლევარებად იქცნენ. შაბათ-კვირის განმავლობაში ისინი მოგზაურობდნენ სანაპიროზე და გადადიოდნენ ხეობებსა და მაღალმთიანეთში, სადაც აღწერილი იქნა ტერიტორიის ბიზანტიური და ბერძნული ისტორიის ნარჩენები, რომელთა ნაწილი მომავალში სამუდამოდ განადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ კლვევა 1970-იანებში დასრულდა, კვლევის შედეგების გამოცემა 1985 წლამდე არ მომხდარა.[12][13] 1964-1965 წლებში უინფილდი Dumbarton Oaks-ის მეცნიერ თანამშრომლად დაინიშნა, სადაც წინა წელს ის მოწვეულ თანამშრომლად იმყოფებოდა.[14] დაფნანსების შემცირების შემდეგ, იგი სტამბოლიდან კვიპროსში გადადის.

კვიპროსი რედაქტირება

1952 და 1978 წლებს შორის, Dumbarton Oaks-მა დააფინანსა გათხრები და/ან რესტავრაციები კვიპროსის მნიშვნელოვან მონუმენტებზე,[15] რის გამოც თითქმის ათი წელი დეივიდი და მისი მეუღლე კვიპროსში ცხოვრობდნენ, სადაც ძირითადად არაკოსის ღვთისმშობლის ეკლესიაში (ლაგუდერა) მუშაობდნენ. უინფილდი 1968-1973 წლებში ფრესკების აღდგენასა და კონსერვაციას ხელმძღვანელობდა, ხოლო ჯუნ უინფილდი სურათებსა და ჩანახატებს ამზადებდა.[15] მოგვიანებით მათ გამოსცეს წიგნი: The Church of the Panaghia tou Arakos at Lagoudhera, Cyprus: The Paintings and Their Painterly Significance, in 2003.[16]

უფრო ადრე, უინფილდმა, ერნესტ ჰოკინსთან ერთად, სანთლის ჭყვარტლებისგან გაწმინდა ასინოს ღმრთისმშობლის ეკლესია.[17][18] ის ასევე მუშაობდა მონაგრის[19] და პერა ხორიოს ეკლესიებში და პაფოსთან ახლოს მდებარე წმინდა ნეოფიტის მონასტერში, სადაც ჰოკინს აქამდეც უმუშავია.[4] 1970-იან წლებში Dumbarton Oaks-ის საველე კვლევის დაფინანსება საგრძნობლად შეამცირდა[20] და როდესაც 1973 წელს ლაგუდერაში სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა, უინფილდები ინგლისში დაბრუნდნენ, სადაც თავდაპირველად ოქსფორდში დასახლდნენ[2].

გაერთიანებული სამეფო რედაქტირება

სამშობლოში ჩამოსვლისას, უინფილდის კვიპროსის სამუშაოები აღიარებულიიქნა ბრიტანეთის მთავრობის მიერ, 1974 წლის 1 იანვარს, საახალწლო საპატიო სიის თანახმად ის დაჯილდოვდა ბრიტანეთის საიმპერატორო ორდენით, მის მიერ კვიპროსში რელიგიური ხელოვნების ნიმუშების აღდგენისთვის.[1] გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნების შემდეგ და მრავალი გრანტის დახმარებით, ჯერ როგორც All Souls College-ის მოწვეული თანამშრომელმა, შემდეგ მერტონის კოლეჯის უფროსი მეცნიერ თანამშრომელმა, დაწერა თავისი საზღვარგარეთში მუშაობის ზოგიერთი მიგნებები.[2] 1979 წელს იგი კენტერბერის კათედრალის კედლის მხატვრობის სახელოსნოს დამფუძნებელი და დირექტორი გახდა და ამ პერიოდში იესოს სამლოცველოში ჭერის მოხატულობის აღდგენაზე მუშაობდა.[4] 1981 წელს National Trust-მა უინფილდი კონსერვაციის ამგეგმავად დანიშნა. 1989 წელს დატოვა National Trust-ი და გავიდა პენსიაზე.[21] მიუხედავად იმისა, რომ უინფილდს ოფიციალური თანამდებობა არ გააჩნდა, მას შემდეგ რაც ის და მისი მეუღლე კუნძლ მალიზე გადავიდნენ, ის ისევ აგრძელებდა აკადემიურ საქმიანობას. ამ პერიოდშივე გამოქვეყნდა მისი ორი ძირითადი ნაშრომები. დეივიდი ასევე მალიდან გაემგზავრა კორტალდის ხელოვნების ინსტიტუტში, რათა კედლის მხატვრობაზე ლექციები წაეკითხა.[4]

ფოტოგრაფია რედაქტირება

2016 წელს, ენტონი ისტმონდის კურატორობით გამოფენა სახელწოდებით: Byzantium’s Other Empire: Trebizond გაიხსნა სტამბოლში, კოჩის უნივერსიტეტის ANAMED-ის გალერეაში. გამოფენა შეეხო ტრაპიზონში აია-სოფიას ტაძარს და ფართოდ გამოიყენებოდა დევიდ და ჯუნ უინფილდების ფოტო და ნახატების არქივი, რომელსაც კორტალდის ხელოვნების ინსტიტთან ასოცირებული კონვეის ბიბლიოთეკა ფლობდა.[22] უინფილდს, რომელსაც მჭიდრო კავშირი გააჩნდა კორტალდის ინსტიტუტთან, სიცოცხლის განმავლობაშივე კონვეის ბიბლიოთეკას გადასცა თავისი შავ-თეთრი ფოტომასალები, რომლებიც ამჟამად „Courtauld Connects“-ის პროექტის ფარგლებში დიჯიტალიზაცია და არქივიზაციის პროცეს გადის.[23] უინფილდის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ სურათებისა და ჩანაწერების არქივის დიდი ნაწილი ასევე უწყალობა კორტალდის ხელოვნების ინსტიტუტს.[7]

საბედნიეროდ, ფოტოების ნაწილი უკვე განთავსებული იყო კონვეის ბიბლიოთეკასა და დუმბარტონ-ოქსში, რითიც ისინი გადაურჩა ხანძარს, რომელმაც უინფილდის ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი გაანადგურა. უინფილდის ფოტოსურათები უმნიშვნელოვანესი რესურსია მკლევარებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა ბიზანტიური ძეგლები თავად ეხილათ. აღსანიშნავია, რომ მრავალი ადგილი, სადაც უინფილდი მუშაობდა, წლების შემდეგ განადგურდა, გაიძარცვა და დაზიანდა.[24]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

უინფილდი დაქორწინდა ჯუნ უეინრაითზე.[25] მათ შეეძინათ სამი შვილი — ედუარდი, დიანა და ნენსი, ყველა მათგანი დაიბადა ნიქოზიის საავადმყოფოში იმ დროს, როდესაც წყვილი ლაგუდერაში ცხოვრობდნენ. ბავშვებმა ადრეული წლები კვიპროსში გაატარეს, ესწრებოდნენ სოფლის სკოლას და სახლში სწავლობდნენ დედის დახმარებით.[4][15] მოგვიანებით უინფილდმა და მისმა მეუღლემ კუნძულ მალზე შეიძინეს დანგრეული ფერმა და დაიწყეს მიწათმოქმედება.[2] დევიდ უინფილდი გარდაიცვალა კუნძულ მალზე შაბათ დღეს, 2013 წლის 28 სექტემბერს და დაკრძალულია იქვე.[19]

რჩეული პუბლიკაციები რედაქტირება

  • ‘The Church of Our Lady at Asinou, Cyprus. A Report on the Seasons of 1965 and 1966’, David C. Winfield and Ernest J. W. Hawkins, in Dumbarton Oaks Papers, Vol.21, 1967, pp. 260-266
  • ‘Some Early Medieval Figure Sculpture from North East Turkey’ in the Journal of Warburg and Courtauld Institutions, Vol.38, 1968, pp. 33-72
  • Middle and Later Byzantine Wall Painting Methods. A Comparative Study’ in Dumbarton Oaks Papers, Vol.22, 1968, pp. 61-139
  • ‘Cities of Heraclius’ in Byzantine and Modern Greek Studies, Thomas S. Brown, Anthony Bryer & David Winfield, Volume 4, 1978
  • Proportion and Structure of the Human Figure in Byzantine Wall Painting and Mosaic, British Archaeological Reports International Series, David and June Winfield, Oxford : BAR Publishing, 1982,  ISBN 9780860541967
  • ‘The restoration of the painted ceiling, the Jesus Chapel, Canterbury cathedral’ in The Conservator, Deborah Langslow , Fiona Allardyce , Anne Worrall & David Winfield, Volume 8, Issue 1, 1984
  • Byzantine Fortifications, with Clive Foss, Pretoria : University of South Africa, 1986, ISBN 0869813218
  • The Byzantine Monuments and Topography of the Pontos, with maps and plans by Richard Anderson and drawings by June Winfield, 2 volumes, Anthony Bryer and David Winfield, Washington, DC : Dumbarton Oaks Research Library and Collection,1985, ISBN 9780884021223
  • The Church of the Panaghia tou Arakos at Lagoudhera, Cyprus: The Paintings and Their Painterly Significance, David Winfield and June Winfield, Washington, DC : Dumbarton Oaks Research Library and Collection, 2003, ISBN 9780884022572
  • Byzantine Mosaic Work : Notes on history, technique & colour, Lefkosia, Cyprus : Moufflon Publications, 2005, ISBN 9789963642175

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Page 1 | Supplement 46162, 28 December 1973 | London Gazette | The Gazette. ციტირების თარიღი: 2021-08-04
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 „David Winfield“ (ინგლისური). ISSN 0140-0460. ციტირების თარიღი: 2021-08-04.
  3. British picture restorers, 1600-1950 - W - National Portrait Gallery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-01. ციტირების თარიღი: 2021-08-04
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 EASTMOND, ANTONY (2014). „David Winfield: 2 December 1929 – 28 September 2013“. Dumbarton Oaks Papers. 68: 1–5. ISSN 0070-7546.
  5. Bryer Anthony, Winfield David. Byzantine Monuments and Topography of the Pontos (Volume II) [PDF] ru. ციტირების თარიღი: 2021-08-04[მკვდარი ბმული]
  6. 6.0 6.1 Restoration of the Church of Saint Sophia at Trabzon | Research at the BIAA | BIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-07. ციტირების თარიღი: 2021-08-04
  7. 7.0 7.1 „David Winfield Image Archive: A Gift to the Courtauld“ (PDF). The Courtauld News. Issue No. 37 Spring/Summer 2015: 6.
  8. Vandeput, Lutgarde (2008). „The British Institute at Ankara: 60 Years Young“. Anatolian Studies. 58: 1–14. ISSN 0066-1546.
  9. Eski Gümüş Monastery Restoration | Research at the BIAA | BIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-29. ციტირების თარიღი: 2021-08-04
  10. „Byzantine Murals Revealed. Discovery in Turkish Church“. The Times, Friday 25 October 1963.
  11. Borges, Jason. (2018-12-07) Eski Gumus (Niğde) en. ციტირების თარიღი: 2021-08-05
  12. Hill, Stephen (2017). „Anthony Applemore Mornington Bryer 31 October 1937 to 22 October 2016“. Anatolian Studies. 67: vi–viii. ISSN 0066-1546.
  13. PontosWorld. The Byzantine Monuments and Topography of the Pontos. ციტირების თარიღი: 2021-08-04
  14. Wilson, Lain. Fellows and Visiting Scholars in Byzantine Studies en. ციტირების თარიღი: 2021-08-04
  15. 15.0 15.1 15.2 Carr, Annemarie Weyl (2008). „Dumbarton Oaks and the Legacy of Byzantine Cyprus“. Near Eastern Archaeology. 71 (1/2): 95–103. ISSN 1094-2076.
  16. The Church of the Panaghia tou Arakos at Lagoudhera, Cyprus: The Paintings and Their Painterly Significance en (2011-03-24). ციტირების თარიღი: 2021-08-05
  17. Obituaries: Ernest Hawkins en (2011-10-23). ციტირების თარიღი: 2021-08-04
  18. Asinou across Time: Studies in the Architecture and Murals of the Panagia Phorbiotissa, Cyprus. Dumbarton Oaks studies, 43 – Bryn Mawr Classical Review en-US. ციტირების თარიღი: 2021-08-04
  19. 19.0 19.1 obsoc. (2013-10-13) The Byzness en. ციტირების თარიღი: 2021-08-05
  20. Wilson, Lain. "A Free Exchange of Ideas" en. ციტირების თარიღი: 2021-08-05
  21. „DAVID WINFIELD“ (PDF). National Trust arts/buildings/collections Bulletin. Autumn Issue 2004: 5.
  22. Byzantium’s Other Empire: Trebizond | ANAMED en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-25. ციტირების თარიღი: 2021-08-04
  23. Who made the Conway Library? (2020-06-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-03. ციტირების თარიღი: 2021-08-04
  24. „Shame of Cyprus's looted churches“ (ინგლისური). 2002-01-18. ციტირების თარიღი: 2021-08-05.
  25. Eastmond, Antony (2014). „David Winfield 2 December 1929 to 28 September 2013“. Anatolian Studies. 64: v–viii. ISSN 0066-1546.

თარგი:დახარისხება:უინფილდი, დევიდ