დარვინის რინოდერმა

დარვინის რინოდერმა (ლათ. Rhinoderma darwini) — უკუდო ამფიბიების წარმომადგენელი. თავი რბილი წანაზარდით აქვს დაბოლოებული. სხეულის სიგრძე 3 სმ აღწევს. გვხვდება ჩილეში. ბინადრობს ნაკადულებში და მათ ნაპირებზე. ქვირითს ყრის ხმელეთზე, ხავსის საფენზე. 10-15 დღის შემდეგ მამალი დარვინის რინოდერმა კვერცხებს (25 ცალამდე) მბგერავ პარკში ათავსებს, სადაც ჩანასახები იჩეკებიან და თავკომბალებად გარდაიქმნებიან. კვერცხში საკვების გამოლევის შემდეგ თავკომბალები ზურგით მიეზრდებიან სისხლძარღვებით მდიდარ პარკის კედელს, ამ გზით იწყებენ კვებას და პარკში რჩებიან მეტამორფოზის დამთავრებამდე.

დარვინის რინოდერმა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ამფიბიები
რიგი:  უკუდო ამფიბიები
ოჯახი:  რინოდერმები
გვარი:  რინოდერმა
სახეობა:  დარვინის რინოდერმა
ლათინური სახელი
Rhinoderma darwini
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 19513

ლიტერატურა რედაქტირება