დარანი — მიწისქვეშა ნაგებობა, გავრცელებული იყო შუა საუკუნეების საქართველოში. დარანი არის „კლდეში, ანუ მიწას ქვეშ შესასვლელი. დარანად ითქმის სახლი მიწას ქვეშ ნაგები, გინა მიწა და კლდე შეთხრილი უჩინრად“. წარმოადგენს ლოდებით ამოყვანილ, ქვის სქელი ფილებით გადახურულ უქვითკირო ნაგებობათა სისტემას, რომელიც შედგება დახლართული გასასვლელ-გამოსასვლელებისა და სხვადასხვა ზომის სათავსებისგან. დარანს სხვადასხვა მიმართულებით მრავალი განშტოება აქვს. ერთი შტო აუცილებლად წყალთან არის დაკავშირებული, დანარჩენები, რომელთა სიგრძე ზოგჯერ ასობით კმ-ს აღწევს,— ციხესიმაგრეებთან, მეზობელ სოფლებთან, ტყესთან ან გზებთანაა შეერთებული. დარანის შესასვლელი მოფარებულ, ძნელად მისადგომ ადგილებშია მოწყობილი და ჩვეულებრივ, აღმოსავლეთისკენაა მიმართული.

დანიშნულება რედაქტირება

საფრთხის დროს დარანს თავს აფარებდა მოსახლეობა, მისი საშუალებით შეიძლებოდა ფარულად გადაადგილება, მებრძოლების გადაყვანა, მოულოდნელი თავდასხმა მტერზე, ჩასაფრება, დაზვერვა-თვალთვალი.

ნიმუშად გამოდგება ნასოფლარ დუმეილის (სოფელ აგარის მახლობლად - ახალციხის მუნიციპალიტეტი) დარანები მესხეთში. მესხეთ-ჯავახეთში დარანები მიკვლეულია აგრეთვე ზედა თმოგვისა და ვარძიის მახლობლად, ბერთყანაში, ხიზაბავრაში, აწყვიტაში და სხვაგან (ყველა ასპინძის მუნიციპალიტეტი).

ლიტერატურა რედაქტირება