დანიელ გალიციელი ან დანილო რომანოვიჩი (უკრაინულად: Данило Романович (Галицький); ძველ რუთენიულად: Данило Романовичъ, Danylo Romanovyčъ; პოლონურად: Daniel I Romanowicz Halicki; 1201–1264 წწ.) იყო რუთენიის მეფე, გალიციის (1205-1255 წწ.), ფშემისლის (1211 წ.) და ვოლოდიმირის (1212-1231 წწ.) პრინცი (კნიაზი). ის აკურთხა პაპის მთავარეპისკოპოსმა დოროჰოჩინში 1253 წელს, როგორც რუთენიის (რუსების) პირველი მეფე (1253-1264 წწ.).

ბიოგრაფია რედაქტირება

1205 წელს, მამამისის, რომან II მსტისლავის გარდაცვალების შემდეგ, გალიცია-ვოლინის სამთავროს მმართველებმა, გალიციის ბოიარებმა 4 წლის ასაკის დანიელი აიძულეს გადასახლებულიყო დედამისთან, ანა ბიზანტიელთან და ძმასთან, ვასილკო რომანოვიჩთან ერთად. როდესაც ბოიარებმა თავისი რიგებიდან 1213 წელს ერთ-ერთი გამოაცხადეს პრინცად, პოლონელები და უნგრელები შეიჭრნენ სამთავროში, თითქოსდა მხარი დაუჭირეს ახალგაზრდა დანიელისა და ვასილკოს პრეტენზიებს და ერთმანეთს გაუნაწილეს ეს მხარე. 1219 წელს დანიელმა უარყო თავისი პრეტენზიები გალიციაზე მისი სიმამრის, მსტისლავ მამაცის სასარგებლოდ.

1221 წელს დანიელმა ხელახლა დაამყარა თავისი მმართველობა ვოლინიაზე, სადაც ბოიარები და მოსახლეობა რჩებოდნენ მისი დინასტიის ერთგულნი. 1234 წელს მან დაამარცხა ალექსანდრე ვსევოლოდოვიჩი და დაიკავა ბელზის საჰერცოგო. 1238 წელს მან დაამარცხა ყოფილი დობრინის ორდენი დროჰიცზინში (დოროჰოჩინში) და მოიპოვა გალიციის უმეტესობა,[1] მათ შორის, დედაქალაქი ჰალიჩი. სანამ პრუსები იყვნენ ტევტონთა ორდენის ზეწოლის ქვეშ, დანიელი შეეცადა დაეპყრო მათთან კავშირში მყოფი იატვიაგები.

მონღოლთა შემოსევა რედაქტირება

მომდევნო წელს, მონღოლთა წინსვლის შედეგად, მიქაელი, კიევის დიდი პრინცი, რომელიც დაქორწინებული იყო დანიელის დასთან, გაიქცა კიევიდან და დახმარება სთხოვა დანიელს. დანიელმა გაგზავნა მისი ვოევოდა, რათა დაეცვა ქალაქი. თუმცა, დიდხნიანი ალყის შემდეგ, მისი კედლები გაირღვა და ქალაქში მძვინვარე ბრძოლის მიუხედავად, კიევი დაეცა 1240 წლის 6 დეკემბერს. შესაბამისად, ის დიდწილად განადგურდა. 1 წლის შემდეგ, მონღოლები შეიჭრნენ გალიციასა და ვოლინიაში, სანამ აწარმოებდნენ კამპანიას პოლონელებისა და უნგრელების წინააღმდეგ და გაანადგურეს გალიცია.

1245 წლის 17 აგვისტოს, დანიელმა დაამარცხა ჩერნიჰივის პრინცის გაერთიანებული ძალები, გააუვნებელყო ბოიარები და უნგრელი და პოლონელი ელემენტები იაროსლავში და საბოლოოდ დაიკავა გალიციის დარჩენილი ნაწილი, ამდენად დაიბრუნა მამამისის სამფლობელოები. მან თავისი ძმა ვასილკო დანიშნა ვოლინიის მმართველად და თავად დაიბრუნა გალიციელის ტიტული, თუმცა განაგრძო რეალური ძალაუფლების აღსრულება ორივე ადგილზე.

 
გალიცია-ვოლინიის სამეფოს ტერიტორიული საზღვრები (1245-1349 წწ.).

დანიელის საშინაო პოლიტიკა ფოკუსირებული იყო სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდაზე. მისი მმართველობის დროს, გალიციაში მიიწვიეს გერმანელები, პოლონელები, რუსი ვაჭრები და ხელოსნები, ხოლო სომხებმა და ებრაელებმა თავი დაიმკვიდრეს ქალაქებში. დანიელმა დააფუძნა ქალაქები ლვოვი (1256 წ.) (დაარქვა მას თავისი ვაჟის სახელი), ხოლმი და გაამაგრა სხვა დანარჩენი დასახლებები. მან დანიშნა თანამდებობის პირები, რათა დაეცვა გლეხობა არისტოკრატიის მიერ ექსპლოატაციისგან და შექმნა გლეხობაზე დაფუძნებული ქვეითი ნაწილები.

თუმცა, დანიელის წარმატებებმა და კიევის დაცვის ჩავარდნამ მონღოლების ყურადღება მიიპყრო. 1246 წელს ის მიიწვიეს ოქროს ურდოს დედაქალაქში, სარაიში, მდინარე ვოლგაზე, სადაც იძულებული გახდა დათანხმებოდა მონღოლთა უღელს. უკრაინელი ისტორიკოსის, ორესტ სუბტელნის თანახმად, დანიელს ბათო-ყაენმა გადასცა ფაშატის (დედალი ცხენის) რძით სავსე თასი და უთხრა, რომ შეესვა ის, რამდენადაც ის "ახლა იყო ერთ-ერთი მათგანი". მათ გაცვალეს ტყვეები, რომელთა შორის ყარაიტების 100 ოჯახი შეპყრობილი იყო კარპატიის გალიციაში. ჯეიმზ ჩემბერსის ცნობით,[2] შემდეგი სახის დიალოგი შედგა ბათოსა და დანიელ გალიციელს შორის: ბანკეტზე ბათო შეეკითხა დანიელს სვამდა თუ არა ის მონღოლების მსგავსად კუმისს, რაზეც დანიელმა უპასუხა: "აქამდე - არა, მაგრამ ახლა დავლევ, რადგანაც თქვენ ბრძანეთ", რაზეც ბათომ უპასუხა: "ახლა შენ ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ" და გასცა ბრძანება, რომ, რადგან დანიელი უფრო მეტად იყო მიჩვეული, მისთვის ებოძათ ღვინით სავსე თასი". ეს მოხდა იმიტომ, რომ დანიელი ძლიერ იყო დამოკიდებული ღვინის სმაზე.

იმ დროს, როცა დანიელმა მიიღო მონღოლთა ბატონობა და, როგორც მოთხოვნილი იყო, მოამარაგა ისინი ჯარისკაცებით, მან, ამავდროულად, წარმართა საგარეო პოლიტიკა "ოქროს ურდოს" წინააღმდეგ. დანიელმა მეგობრული ურთიერთობები გააბა პოლონეთ-უნგრეთის სამეფოებთან და პაპ ინოკენტი IV-სგან ჯვაროსნების სახით მოითხოვა დახმარება. პაპის დახმარების მაგიერ, მან შესთავაზა თავისი მიწების რომის ეკლესიასტიკური ძალაუფლების ქვეშ მოქცევა. თუმცა ეს დაპირება არასდროს შესრულებულა. ძალაუფლების გაფართოების შესაძლებლობით წაქეზებულმა პაპმა, წაახალისა დანიელის დასავლური ორიენტაცია და მისი წინააღმდეგობა მონღოლებთან დაკავშირებით. 1253 წელს, პაპის წარმომადგენელმა გვირგვინი დაადგა დანიელს დოროჰოჩინში, ბუგის მდინარეზე. თუმცა, დანილოს სურდა უფრო მეტი, ვიდრე აღიარება და მან მწარედ ჩაილაპარაკა, რომ სამეფო ტახტის მიღებასთან ერთად, ჯარის მოსვლასაც ელოდებოდა.[3] მომდევნო წელს, დანიელმა მოიგერია მონღოლთა თავდასხმები პონიზიასა და ვოლინიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ორდა-ყაენის ვაჟი ყურემსა და გაგზავნა ექსპედიცია კიევის აღების მიზნით. თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, 1259 წელს, მონღოლთა ძალები ბურუნდაისა და ნოღაი-ყაენის მეთაურობით შევიდნენ გალიციასა და ვოლონიაში და წაუყენეს მათ ულტიმატუმი: ან დანიელი გაანადგურებდა საკუთარ ციხე-სიმაგრეებს, ან ბურუნდაი შეუტევდა ქალაქებს. დანიელი დამორჩილდა და დაანგრია ქალაქის კედლები. მისი მეფობის ბოლო წლებში, დანიელი დაკავებული იყო დინასტიური პოლიტიკით, დააქორწინა რა თავისი ვაჟი და ქალიშვილი ლიტვის დიდი მთავრის, მინდაუგასის შთამომავლებზე და მოიპოვა ტერიტორიული დათმობები პოლონეთში. მისი მეორე ქალიშვილი, უსტინია, დაქორწინდა ვლადიმირ-სუზდალის მთავარ ანდრეი იაროსლავიჩზე. დანიელმა, ასევე მოაწყო თავისი ვაჟის, რომანისა და ბაბენბერგის მემკვიდრე გერტრუდეს ქორწინება, თუმცა მისი გათვლა ავსტრიის ჰერცოგის ტახტის დასაკავებლად წარუმატებელი აღმოჩნდა.

1264 წელს მისი გარდაცვალებისას, დანიელმა აღადგინა და გააფართოვა მამამისის დანატოვარი ტერიტორიები, შეაკავა პოლონეთისა და უნგრეთის ექსპანსიონისტური საფრთხეები, შეამცირა მონღოლთა გავლენა დასავლეთ უკრაინაზე და აამაღლა ეკონომიკური და სოციალური სტანდარტები მის სამფლობელოებში. დანიელის მემკვიდრე გალიციაში გახდა მისი ვაჟიშვილი, ლევ I.

ჯილდოები რედაქტირება

დანიელის ქანდაკება ჰალიჩში დაიდგა 1998 წელს.[4] 2011 წლის 7 სექტემბერს უკრაინის პარლამენტმა (უკრაინის უმაღლესმა რადამ) მიიღო რეზოლუცია "რუთენია-უკრაინის პირველი მეფის, დანიელ გალიციელის დაბადებიდან 810-ე წლისთავის აღსანიშნავად".[5]

ოჯახი რედაქტირება

ცოლები

  • ანა ნოვგოროდელი († ბეფ. 1252 წ.), 1218 წელი, მსტისლავ მამაცის ქალიშვილი.
  • ნნ, ლიტვის მეფის მინდაუგასის დისშვილი, ბეფ. 1252 წ.

დები

  • ფეოდორა გალიციელი († 1200 წლის შემდეგ), დაქორწინდა 1187 წელს (განქორწინდა 1188 წელს).
  • მარია გალიციელი († 1241 წლის შემდეგ), დაქორწინდა 1200 წლამდე მიქაელ ჩერნიგოვზე, რომელიც ოდესღაც იყო კიევის დიდი პრინცი და საბოლოოდ გახდა წმინდანი.

ვაჟიშვილები

  • ირაკლი დანილოვიჩი (*დაახლოებით 1223 – † 1240 წლამდე)
  • ლევ I გალიციელი (*დაახლ. 1228 – † დაახლ. 1301), ბელცის პრინცი 1245–1264, პერემიშლის პრინცი 1264–1269, ჰალიხის პრინცი 1269–1301, ჰალიჩ–ვოლინიის პრინცი 1293–1301 წწ. ; მან გადაიტანა თავისი დედაქალაქი ჰალიჩიდან ახლადდაარსებულ ქალაქ ლვოვში; დაქორწინდა 1257 წელს კონსტანციაზე, უნგრეთის ბელა IV-ის ქალიშვილზე.
  • რომან დანილოვიჩი (*დაახლ. 1230 – † დაახლ. 1261), შავი რუთენიის პრინცი (ნავაჰრადაკი) 1255 წ. – 1260? და სლონიმი.
  • მსტისლავ დანილოვიჩი († 1300 წ.), ლუცკის პრინცი 1265–1289 წწ., ვოლინიის პრინცი 1289 წ.-1300 წლის შემდეგ.
  • სვარნი († 1269, ბურ. ჩელმი), ლიტვის დიდი ჰერცოგი 1264–1267 წწ. (1268–1269? ), ჩელმის პრინცი 1264–1269 წწ.

ქალიშვილები

  • პერეასლავა († 1283 წლის 12 აპრილი), დაქორწინდა დაახლ. 1248 მაზოვიის პრინცი სიემოვიტ I-ზე.
  • უსტინია, დაქორწინდა 1250/1251 ვლადიმირ-სუზდალის მთავარ ანდრია II-ზე.
  • სოფია დანიელოვნა, დაქორწინდა 1259 წელს. გრაფ ჰაინრიხ V ფონ შვარცბურგ-ბლანკენბურგზე: ისინი იყვნენ მშობლები უტა ფონ შვარცბურგ-ბლანკენბურგისა, რომელიც, თავის მხრივ, იყო რეუსის სახლის ეპონიმური წინაპარი.

წინაპრები რედაქტირება

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
16. Mstislav I of Kiev
 
 
 
 
 
 
 
8. Iziaslav II of Kiev
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
17. Christina Ingesdotter of Sweden
 
 
 
 
 
 
 
4. Mstislav II of Kiev
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
18. Conrad III of Germany
 
 
 
 
 
 
 
9. Agnes of Germany
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
19. Gertrude of Comburg
 
 
 
 
 
 
 
2. Roman the Great
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
20. Władysław I Herman of Poland
 
 
 
 
 
 
 
10. Bolesław III of Poland
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
21. Judith of Bohemia
 
 
 
 
 
 
 
5. Agnes of Poland
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
22. Henry, Count of Berg
 
 
 
 
 
 
 
11. Salomea of Berg
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
23. Adelaide of Mochental
 
 
 
 
 
 
 
1. Daniel of Galicia
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
24. Constantine Angelos
 
 
 
 
 
 
 
12. Andronikos Doukas Angelos
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
25. Theodora Komnene
 
 
 
 
 
 
 
6. Isaac II Angelos
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
13. Euphrosyne Kastamonitissa
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
3. Anna-Euphrosyne
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
7. (Possibly) Irene Palaiologina
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სქოლიო რედაქტირება

  1. Britannica, The Editors of Encyclopaedia. "Daniel Romanovich". Encyclopedia Britannica
  2. Chambers, James. The Devil´s Horsemen. The Mongol Invasion of Europe. New York 1979. page 120
  3. John Joseph Saunders. (2001). The history of the Mongol conquests. Philadelphia: University of Pennsylvania Press, p. 101
  4. Пам'ятник королю Данилу Галицькому — Галич - Галицька міська рада. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 11 January 2022
  5. Law of Ukraine. Official document.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Subtelny, Orest (1988). Ukraine: A History. Toronto: University of Toronto Press. ISBN 0-8020-5808-6.
  • Katchanovski, Ivan; Kohut, Zenon E.; Nesebio, Bohdan Y.; Yurkevich, Myroslav (2013). Historical Dictionary of Ukraine. Lanham, Maryland; Toronto; Plymouth: Scarecrow Press. p. 992. ISBN 9780810878471. Retrieved 22 January, 2023.
  • Magocsi, Paul Robert (2010). A History of Ukraine: The Land and Its Peoples. Toronto: University of Toronto Press. p. 894. ISBN 9781442610217. Retrieved 22 January, 2023.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება