დანამა — ქართული ქალაქური ხალხური სიმღერა, გავრცელებული იყო ძველ თბილისში.

სრულდებოდა სამ ხმაში. მუსიკალური ენა მაჟორულ-მინორული ჰარმონიის საფუძველზეა აგებული. 1920–30-იან წლებში კვლავ დიდი პოპულარობა მოიპოვა და „ჟუჟუნა წვიმის“ სახელწოდებით დამკვიდრდა როგორც ყოფაში, ისე ესტრადაზე. ჩაწერილი აქვს დიმიტრი არაყიშვილს 1946 წელს შედგენილ რუსულენოვან კრებულში „ერთხმიანი და გუნდური ქალაქური სიმღერა“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქალაქური ქართული ხალხური სიმღერა, შემდგ. ა. მშველიძე, თბ., 1970;