დალი ფიროსმანაშვილი

დალი ფიროსმანაშვილი (დ. 9 იანვარი, 1948, სოფ. გამარჯვება, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 30 ნოემბერი, 2022) — ქართველი პოლიტიკოსი.

დალი ფიროსმანაშვილი
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1948
დაბადების ადგილი გამარჯვება, წითელწყაროს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 30 ნოემბერი, 2022 (74 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა აღნიშნულ უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, ღია ცისქვეშა მუზეუმში. საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების საბინაო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება