დაიანა ლეილანი კავერნი (ინგლ. Dianna Leilani Cowern; დ. 4 მაისი, 1989) — სამეცნიერო კომუნიკატორი და იუთუბერი. თავის არხზე Physics Girl („ფიზიკის გოგონა“) აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც სხვადასხვა ფიზიკურ მოვლენას ხსნის. 2020 წლამდე პარტნიორობდა PBS Digital Studios-თან.[4] დაიანა ხშირად მუშაობს „მტიმ“ (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) პრინციპის მიმდევარ ისეთ სამეცნიერო კომუნიკატორებთან, როგორებიც არიან: დერეკ მიულერი (არხი — „Veritasium“), მაიკლ სტივენსი (არხი — „Vsauce“), საიმონ გირცი და გრანტ სანდერსონი (არხი — „3Blue1Brown“).

დაიანა კავერნი
კავერნი 2018 წლის Vidcon-ზე
პირადი ინფორმაცია
დაიბადადაიანა ლეილანი კავერნი
4 მაისი, 1989 (1989-05-04) (35 წლის)[1]
განათლებამასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[1][2]
საქმიანობასამეცნიერო კომუნიკატორი
საიტიphysicsgirl.org
YouTube ინფორმაცია
ფსევდონიმიPhysics Girl (ფიზიკის გოგონა)
არხი
არხის საიტიyoutube.com/@physicsgirl
აქტიურობის წლები2011-დღემდე
ჟანრი
  • მეცნიერება
  • განათლება
გამომწერი2.6 მლნ[3]
(იანვარი, 2023)
ჯამური ნახვები212.79 მლნ[3]
100,000 გამომწერი 2015
1,000,000 გამომწერი 2018

ბოლოს განახლდა: 19 იანვარი, 2023

განათლება

რედაქტირება

კავერნი დაიბადა და გაიზარდა ჰავაიში.[5] მეხუთე კლასში სკოლის ალბომის ყდის მოხატვის კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც მეცნიერებითა და ხელოვნებით დაინტერესდა.[6] ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლისას, იგი შთაგონებული იყო ნილ დეგრას ტაისონით და სწორედ ამ დროს მიიქცია მისი ყურადღება სამეცნიერო კომუნიკაციამ.[7] დაიანამ ფიზიკა მასაჩუსეტსის ტექნილოგიის ინსტიტუტში ისწავლა და 2011 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო.[7][8]

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კავერნი ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკური ცენტრის ერთ-ერთი მკვლევარი გახდა.[9] მოგვიანებით მან კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკისა და კოსმოსური მეცნიერების ცენტრის კოორდინატორად დაიწყო მუშაობა.[1] მისი ერთ-ერთი მიზანი გოგონებისთვის მეცნიერების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.[10] სამეცნიერო ვიდეოების გადაღება General Electric-ში აპლიკაციების დეველოპერად მუშაობისას დაიწყო. 2014 წელს მოიპოვა ალან ალდას სამეცნიერო კომუნიკაციის ცენტრის ჯილდო.[1] მეცნიერების შესახებ არაერთხელ უსაუბრია მედიაში, მათ შორის U.S. News & World Report-ზე.[11]

2017 წლის თებერვალში კავერნი Google-ს გაესაუბრა, თუ როგორ გახდა „იუთუბის ფიზიკის გოგონა“.[12] 2017 წლის დეკემბერში ჰქონდა ინტერვიუ APS News-თან.[13] კავერნი გამოჩნდა HuffPost-ის, Slate-ისა და Scientific American-ის ბლოგებში.[14][15]

2018 წელს, დაიანამ მოიგო Webby Award-ის ჯილდო და შევიდა ფორბზის 30 წლამდე ასაკის 30 განმანათლებლის სიაში.[16][17]

2020 წლის 25 სექტემბერს დაიანამ იუთუბზე თავის ვიდეოში „Why is it impossible to make a red bubble... or IS it?!“ განაცხადა, რომ PBS Studios-თან ხუთწლიანი პარტნიორობა დაასრულა.[18]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 მაკდონალდი, კიმ. (June 5, 2014) ფიზიკის გოგონა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ეროვნულ კონკურსში იმარჯვებს.
  2. ლანინგი, კარლი. (March 18, 2015) იუთუბერი „ფიზიკის გოგონა“ მეცნიერებისმოყვარული სიპერგმირია.
  3. 3.0 3.1 Physics Girl-ის შესახებ. YouTube.
  4. ფიზიკის გოგონა. PBS Digital Studios. ციტირების თარიღი: December 13, 2017
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 24, 2019. ციტირების თარიღი: June 14, 2019
  6. მეცნიერების სილამაზე — როგორ ავრცელებს დაიანა კავერნი სიყვარულს შემოქმედებითი ალტერნატივის საშუალებით en. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 7, 2018. ციტირების თარიღი: February 6, 2018
  7. 7.0 7.1 „გაიცანით ფიზიკის გოგონა, იუთუბერი, რომლის საქმიანობაც მეცნიერების ახსნაა“. Science | AAAS (ინგლისური). March 16, 2017. ციტირების თარიღი: February 6, 2018.
  8. ჩო, ედრიენ. გაიცანით ფიზიკის გოგონა, რომლის საქმიანობაც მეცნიერების ახსნაა (March 16, 2017). ციტირების თარიღი: May 23, 2020
  9. Education, P. B. S.. (October 26, 2019) რატომ იქცა შეფერხება ჩემთვის საჭირო ბიძგად.
  10. ბიდველი, ალი. (August 4, 2015) ფიზიკის გოგონა ამბობს, როგორ აყვარებს ბავშვებს მტიმ-ს.. US News.
  11. „დაიანა კავერნი - U.S. News STEM Solutions“. U.S. News STEM Solutions (ინგლისური). ციტირების თარიღი: February 6, 2018.
  12. Talks at Google (February 7, 2017), დაიანა კავერნი: როგორ გავხდი „იუთუბის ფიზიკის გოგონა“, https://www.youtube.com/watch?v=EMrzEJDJCAA. წაკითხვის თარიღი: February 6, 2018
  13. გაალი, რეიჩელი (December 2017). „იუთუბის ფიზიკის გოგონა“. APS News. 26 (11): 2, 7. ციტირების თარიღი: December 13, 2017.
  14. „დაიანა კავერნი (ფიზიკის გოგონა)“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: February 6, 2018.
  15. PBS Digital Studios (November 18, 2016), ბნელი მატერიის ძიებაში | დაიანა კავერნი | PBSDS Nerd Night 2016, https://www.youtube.com/watch?v=jjs3Qu92LC8. წაკითხვის თარიღი: February 6, 2018
  16. დაიანა კავერნი – ფიზიკის გოგონა -- Webby Awards en-US. ციტირების თარიღი: March 18, 2020
  17. დაიანა კავერნი.
  18. Why it’s impossible to make a red bubble… or IS it?!. September 25, 2020. https://www.youtube.com/watch?v=Oa5jQWJaFoQ. წაკითხვის თარიღი: September 25, 2020.