დავით ჩუთლაშვილი

დავით ჩუთლაშვილი (დ. 9 აპრილი, 1983, ახალსოფელი, ყვარლის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი და პოლიტიკოსი. არის პიესებისა და მოთხრობების, 2 რომანის ავტორი.

დავით ჩუთლაშვილი
დაბ. თარიღი 9 აპრილი, 1983
ახალსოფელი, ყვარლის მუნიციპალიტეტი
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა მწერალი
დრამატურგი
პოლიტიკოსი

ბიოგრაფიარედაქტირება

დავით ჩუთლაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2005 წელს. პირველი რომანი, „ჭენება“ 2006 წელს გამოსცა. 2010 წელს გამოიცა მისი ახალი რომანი „ცხრაკლიტული“. 2014 წელს დააფუძნა „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ ყვარლის ორგანიზაცია და იყო აღნიშნული პარტიის სიის პირველი ნომერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ორგანიზაციამ მიიღო ხმათა 3,47 % პროპორციული სიით, ხოლო ორგანიზაციის მიერ დასახელებულმა გამგებლობის კანდიდატმა — ხმათა 7,7 %.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება