დავით ჩისლიევი (დ. 1878 — გ. 1970) — ქართველი არქიტექტორი.

დავით ჩისლიევი მოღვაწეობდა თბილისში უშუალოდ რევოლუციის წინა ხანებში და საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში. მის ნაგებობათაგან უმთავრესია ყოფილი ოფიცერთა სახლი, მისი პროექტითაა აშენებული მეტრამვაიეთა საცხოვრებელი სახლების კომპლექსი, გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ შენობა და ა. შ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ., 934, თბ., 2002.