დავით მაჩაბელი

ქართველი პოეტი და მუსიკის მკვლევარი

დავით ბარძიმის ძე მაჩაბელი (დ. 1814, სოფ. თამარაშენი, ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ოქტომბერი [ძვ. სტ. 10 ოქტომბერი], 1873, იქვე) — ქართველი პოეტი, მუსიკის მკვლევარი.

დავით მაჩაბელი
დაბადების თარიღი 1814
დაბადების ადგილი თამარაშენი, საქართველოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 10 (22) ოქტომბერი, 1873
გარდაცვალების ადგილი თამარაშენი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი თბილისის კლასიკური გიმნაზია

ბიოგრაფია რედაქტირება

დავით მაჩაბელი დაიბადა 1814 წელს. სწავლობდა თბილსის გიმნაზიაში. იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი „თბილისის გიმნაზიის ყვავილის“ და ხელნაწერი ანთოლოგიის გამოცემისა. დავით მაჩაბელი მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში. გიმნაზიის დასრულების (1835) შემდეგ უბრალო მოხელედ მსახურობდა თბილისის მთავარმმართველობაში, შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო 1839 წლამდე. მისი პირველი ლექსი „თოვლი“ გამოქვეყნდა 1832 წელს ჟურნალში „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათენი“. მისი შემოქმედების მთავარი თემები იყო სიყვარული და პატრიოტიზმი. იგი ავტორია ისტორიული პოემისა „მთიული“, რომელშიც აღწერილია რუსეთის ჯარების მიერ ადლერის აღება. აღსანიშნავია დაუმთავრებელი თხზულება „ქართველო ზნეობა“ (1864), რომელშიც ავტორი ახასიათებს ქართულ ხალხურ სიმღერებს, მიმოიხილავს მის ისტორიას და ქართული გალობის საკითხებს. მეგობრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან და მიხეილ თუმანიშვილთან.

დავით მაჩაბელი გარდაიცვალა 1873 წელს თბილისში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: