დავით ბოსტაშვილი
დავით (დათუნა) ბოსტაშვილი — მაჩხაანელი გლეხი, ერეკლე II-ის მიერ გააზნაურებული. 1751 წელს აგრის ბრძოლაში დამარცხებული ერეკლე რომ ალაზანზე გადმოდიოდა, ბოსტაშვილმა იგი ხიფათს გადაარჩინა. ხალხმა მასზე ლექსი გამოთქვა. ლექსში მოთხრობილი ამბავი ემთხვევა წერილობით წყაროებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 482.