დავით ბებია
დავით ბებია (დ. 15 სექტემბერი, 1970 — გ. 25 ივლისი, 1993) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადავით ბებია დაიბადა სოფელ ფშაფში, გულრიფშის რაიონში. სწავლობდა კონსტანტინე ლესელიძის სახელობის სამხედრო კადეტთა სკოლაში, პარალელურად კი სახალხო უნივერსიტეტში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს სოხუმის ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. 1992 წლის 3 დეკემბერს გუმისთის მისადგომებში გამართულ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა, გამოჯანმრთელებისთანავე საბრძოლო პოზიციებს დაუბრუნდა. დაიღუპა 1993 წლის 23 ივლისს სოფელ შრომასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ (გარდაცვალების შემდეგ).
ლიტერატურა
რედაქტირებაუკვდავება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თბ., 2004, გვ. 73.