დავიდ ჰილბერტი
დავიდ ჰილბერტი (გერმ. David Hilbert; დ. 23 იანვარი. 1862 — გ. 14 თებერვალი. 1943) — გერმანელი მათემატიკოსი. დაიბადა პრუსიის პროვინცია კენიგსბერგში (თავისი მოსაზრების მიხედვით) ან ვეჰლაუში (1946 წლიდან ცნობილია, როგორც ზნამენსკი), კენიგსბერგის მახლობლად, სადაც მამამისი ოტო ჰილბერტი მუშაობდა მისი დაბადების დროს. 1884 დაამთავრა კენიგსბერგის უნივერსიტეტი. 1893–1895 ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1895-იდან 1943-მდე გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი. ჰილბერტის გამოკვლევებმა დიდი გავლენა იქონია მათემატიკის მრავალ დარგზე. მისმა მოღვაწეობამ განაპირობა ის გარემოება, რომ XX საუკუნის დასაწყისში გეტინგენი იქცა მათემატიკური გამოკვლევათა მსოფლიო ცენტრად. ჰილბერტის სამეცნიერო ბიოგრაფია გამოკვეთილად იყოფა რამდენიმე პერიოდად, რომლებიც ეძღვნება მათემატიკის რომელიმე დარგს: ინვარიანტთა თეორიას (1885–1893), ალგებრულ რიცხვთა თეორიას (1893–1898), გეომეტრიის დაფუძნებას (1898–1902), ვარიაციული აღრიცხვისა და დიფერენციალური განტოლებათა საკითხებს (1900–1906), ინტეგრალური განტოლებათა თეორიას (1900–1910), უორინგის პრობლემას (1908–1909), მათემატიკის ფიზიკურ საფუძვლებს (1910–1922), მათემატიკურ დაფუძნებას (1922–1939). 1900 ჰილბერტმა პარიზში, II საერთაშორისო მათემატიკის კონგრესზე, წაიკითხა მოხსენება, რომელშიც ჩამოაყალიბა მათემატიკის 23 ძირითადი პრობლემა, ე. წ. ჰილბერტის პრობლემები. იყო მათემატიკური თეორიის თვალსაჩინოდ გადმოცემის დიდი ოსტატი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1934-იდან). მსოფლიოში ცნობილი მათემატიკის სფეროში მოღვაწე სწავლული 1943 წლის 14 თებერვალს ქ. გეტინგენში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 658.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #11855090X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 KNAW Past Members
- ↑ 6.0 6.1 Internet Philosophy Ontology project
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 9.0 9.1 9.2 www.accademiadellescienze.it
- ↑ 10.0 10.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ 12.0 12.1 Czech National Authority Database
- ↑ 13.0 13.1 Колмогоров А. Н. Гильберт Давид // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ David Hilbert / B. Delmas — 2009.
- ↑ http://www.w-volk.de/museum/grave34.htm
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ https://medal.kpfu.ru/laureatyi-medali/
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 169.