დავიდი (ესპ. David) — ქალაქი პანამის დასავლეთ ნაწილში; ჩირიკის პროვინციის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 82 907 ადამიანს შეადგენს.[1] ქალაქი შედარებით მდიდარია, დომინირებს საშუალო კლასი, ძალიან დაბალია უმუშევრობისა და სიღარიბის ინდექსი. ქალაქზე გაივლის პანამერიკული გზატკეცილი.

ქალაქი
დავიდი
David
David-Panama.jpg
დროშა
Bandera de la Provincia de Chiriquí.svg

ქვეყანა პანამის დროშა პანამა
პროვინცია (პანამა)|პანამის პროვინციები|პროვინცია ჩირიკი
კოორდინატები 8°26′00″ ჩ. გ. 82°26′00″ დ. გ. / 8.43333° ჩ. გ. 82.43333° დ. გ. / 8.43333; -82.43333
დაარსდა 1602
ფართობი 176 კმ²
ცენტრის სიმაღლე −6
მოსახლეობა 82 907 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 470 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
დავიდი (ქალაქი) — პანამა
დავიდი (ქალაქი)

დავიდში სწრაფი ტემპით იზრდება საბანკო სექტორი, სამოქალაქო მშენებლობა, მათ შორის ფართოვდება აეროპორტი, შენდება დავიდ-ბუკეტის გზატკეცილი, იზრდება კომერციული საქმიანობა, რიდ შედეგადაც ის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ რეგიონად იქცა. ამჟამად ქალაქი ჩირიკის პროვინციის ეკონომიკური ცენტრია და აწარმოებს მისი მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტს. ამავე დროს, ის ქვეყნის მესამე ქალაქია როგორც მოსახლეობის, ისე მშპ-ის მაჩვენებლის მიხედვით.[2]

ისტორიარედაქტირება

დავიდი 1602 წელს დააარსა გუბერნატორ ხუან ლოპეს დე სიკეირას მრჩეველმა ფრანსისკო დე გამამ. იგი იმ ადგილას დაარსდა, სადაც ამჟამად ბოლივარსი პარკი მდებარეობს. ამ დროისთვის, ქალაქი სამ რეგიონად იყოფოდა. XIX საუკუნის ბოლოს დავიდს ჰქონდა ექვსი ქუჩა, რომელთაგან დასახლებული მხოლოდ ოთხი იყო. 1900 წელს, ბოლივარის პარკში ერთ-ერთი ბრძოლით დაიწყო „ათასდღიანი ომი“ ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, რომლებიც შემდეგ დედაქალაქისაკენ დაიძრნენ.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ქალაქის აეროპორტი, რომელსაც იმ დროისთვის დავიდ-ფილდი ერქვა, ჰოვარდის საჰაერო ძალების ბაზის დამხმარე იყო. აქ დაბინავებული იყო აშშ-ის არმიის საჰაერო ძალების პერსონალი.

მდებარეობა და გეოგრაფიარედაქტირება

დავიდი მდებარეობს ჩირიკის პროვინციის სამხრეთ-ცენტრალურ აუზში, ქალაქ პუერტო-არმუელიესსა და ბოკეტეს შორის, კორდილიერა-დე-ტალამანკის მთების ძირას. კვეთს მდინარე დავიდი. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილიდან შესაძლებელია მიძნებული ვულკანისა და პანამის უმაღლესი მთის — ბარუს დანახვა.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება