გურული ფერხული — ძველი ქართული (გურული) ხალხური ცეკვა, ორსართულიანი ფერხული. თავდაპირველად ასრულებდნენ მხოლოდ მამაკაცები, მოგვიანებით ქალებიც, თუმცა ამით ცეკვის ფორმა და შინაარსი არ შეცვლილა, იგი კვლავ ორსართულიანია (ქალები გარს უვლიან ორსართულიან წრეს). ფერხული ორპირულია და სამი ნაწილისაგან შედგება: ნელი, აჩქარებული და ჩქარი. იგი სრულდება ორპირული სამხმიანი სიმღერის თანხლებით. სიმღერა, თავის მხრივ, 2 ნაწილისაგან შედგება: პირველი სრულდება ზომიერი ტემპით, მეორე – სწრაფით. აგებულია მოკლე განმეორებად ფრაზებზე. მუსიკალური ზომა 4/4.

ლიტერატურა რედაქტირება