გურიის 159-ე ქვეითი პოლკი
გურიის 159-ე ქვეითი პოლკი — რუსეთის იმპერიის არმის ერთ-ერთი ქვედანაყოფი. დაარსდა 1863 წლის 6 ნოემბერს გურიის ქვეითი პოლკის სახელწოდებით. 1864 წლის 25 მარტს ეწოდა გურიის 159-ე ქვეითი პოლკი. 1879 აპრილიდან პოლკი შედგებოდა 4 ბატალიონისაგან. მისმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა თავი ისახელეს 1877–78 რუსეთ-ოსმალეთის ომში. II და III ბატალიონებს უბოძეს გიორგის დროშა წარწერით: „ყარსის აღებისათვის 1877 წლის 6 ნოემბერს“. განთავსებული იყო მოგილიოვში, შემდეგ სამარაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- Хроника кавказских войск, в 2-х частях, сост. А. Л. Гизетти, Тфл., 1896;
- Военная энциклопедия / Под ред. В. Ф. Новицкого и др. — СПб.: т-во И. В. Сытина, 1911—1915;