გურიის ქედი

ქედი საქართველოში, გურიის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან გურიის სერი)

გურიის ქედი, გურიის სერი, ნიგოითის სერიქედი საქართველოში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოება. განფენილია ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობის სამხრეთ კიდეზე და აღმოსავლეთისაკენ გრძელდება სამხრეთ იმერეთის მთისწინა სერში.[1]

გურიის ქედი
გურიის ქედი
გურიის ქედი
კოორდინატები: 42°03′44″ ჩ. გ. 42°03′45″ ა. გ. / 42.06222° ჩ. გ. 42.06250° ა. გ. / 42.06222; 42.06250
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ბურნარ-საცხვარო
სიმაღლე 678 
ამგებელი ქანები შუა და ზედა მესამეული ნალექები
გურიის ქედი — საქართველო
გურიის ქედი
გურიის ქედი — გურიის მხარე
გურიის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

გურიის ქედის თხემის აბსოლუტური სიმაღლე აღმოსავლეთისაკენ მატულობს. მდინარე სუფსის გამკვეთი ხეობის მიდამოებში ეს სიმაღლე 150-200 მ-ით განისაზღვრება, ხოლო ოზურგეთისა და ჩოხატაურის გრძედებზე 500–700 აღწევს. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა ზღვის დონიდან 678 მ (მთა ბურნარ-საცხვარო). აღმართულია აგრეთვე მთები: ბურნათი (498 მ), ტალახა (667 მ), საირაო (475 მ), სამება (522 მ).[2] დამახასიათებელია ტექტონიკურ-ეროზიული რელიეფი. ქედის შუა მონაკვეთი საირაოს სერის სახელწოდებით არის ცნობილი. ქედის კალთები ციცაბოა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში. აგურიის სერი აგებულია ზედაცარცული კირქვებით, შუა და ზედამიოცენისა და ქვედაპლიოცენის ტერიგენული ნალექებით, ზედაპლიოცენის თიხებით, კონგლომერატებით, ქვიშაქვებით. დამახასიათებელია პატარა ანტიკლინები და სინკლინები, რომლებიც რელიეფში კარგად არის გამოხატული. სერის ჩრდილო კალთის გასწვრივ გაჭიმულია ვიწრო დაბალბორცვიანი მთისწინეთი.[2] გარღვეულია ორი გამკვეთი ხეობით.[1] დასავლეთით ასეთი ხეობა სუფსის გამომუშავებულია, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ხევისწყლის. გურიის ქედის სამხრეთით მასსა და მესხეთის ქედის ჩრდილო კალთებს შორის, მდებარეობს გურიის ტაფობი, რომელიც აგრეთვე შუა და ზედა მესამეული ნალექებითაა აგებული.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მარუაშვილი ლ. (1964). საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. თბ.: ცოდნა, გვ. 250–251. 
  2. 2.0 2.1 დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 223.